„გაბალას“ ქართველი თავდამსხმელი დავით ვოლკოვი აზერბაიჯანის პრემიერლიგის ტურის სიმბოლურ ნაკრებში მოხვდა. 24-ე ტურში ჩვენებურმა „კეშლასთან“ მოგებულ მატჩში (2:1) თავი გამოიჩინა და კარგი გარჯა დაუფასდა.
ვოლკოვი აზერბაიჯანის პრემიერლიგის ტურის სიმბოლურ ნაკრებში მეორედ მოხვდა.
შეგახსენებთ, რომ 23 წლის შემტევი „გაბალაში“ მიმდინარე წლის იანვარში თბილისის „საბურთალოდან“ გადავიდა და 10 მატჩში 1 გოლის გატანა მოახერხა.