„ჰერტას“ მთავარი მწვრთნელი, პალ დარდაი, კლუბს სეზონის დამთავრების შემდეგ დატოვებს - გვამცნობს ბერლინური კლუბის ოფიციალური ვებ-გვერდი.
გადადგომის გადაწყვეტილება დარდაიმ ხელმძღვანელობასთან შეხვედრის შემდეგ მიიღო. თუმცა დარდაის კონტრაქტი 2020 წლამდე გრძელდება და ამ ხნის განმავლობაში ის „ჰერტას“ ახალგაზრდულ გუნდს გაწვრთნის.
ფეხბურთელობისას დარდაის „ჰერტაში“ 1997-2011 და 2012-2015 წლებში უთამაშია.