„ბარსელონას“ ნახევარმცვრლი, ფილიპე კოუტინიო, „მანჩესტერ იუნაიტედში“ აღარ გადავა - გვამცნობს Sport.es. წყაროს ცნობით, „წითელი ეშმაკების“ ხელმძღვანელობამ მოსალოდნელ ტრანსფერზე უარი თქვა.
სხვა პრობლემებთან ერთად, უარის მიზეზი გასული კვირის ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალური მატჩიც გახდა, რომელშიც “მანჩესტერმა“ შინ 0:1 წააგო „ბარსელონასთან.“ „ოლდ ტრაფორდზე“ შეკრებილმა მანჩესტერელმა ქომაგებმა მინდორზე მყოფ კოუტინიოს კარგა ხანს უსტვინეს და ყველას აგრძნობინეს, რომ ყოფილ ლივერპულელს საკუთარ გუნდში ვერ იგუებენ.
ადრე ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ მანკუნიანელები მზად იყვნენ კატალონიელებისათვის კოუტინიოში 100 მილიონი ევრო გადაეხადათ.
მიმდნარე სეზონში კოუტინიომ „ბარსას“ მაისურით ესპანეთის ჩემპიონატში 30 მატჩი ჩაატარა, 5 ბურთი გაიტანა და ორჯერ საგოლედ უპასა.