„ბარსელონას“ პრეზიდენტმა, ხოსე მარია ბარტომეუმ, თავდამსხმელი უსმან დემბელე კლუბის ყოფილ შემტევს, ნეიმარს შეადარა და უპირატესობა ფრანგს მიანიჭა.
„უკვე ვამბობდი, რომ დემბელე და კოუტინიო ნეიმარის გაყიდვის კვალად შევიძინეთ. უსმანი ახლა ნეიმარზე უკეთესია. ბევრად ძლიერია, როგორც მოთამაშე. ის ჩინებულად შეეგუა „ბარსელონას.“
კოუტინიოც კარგი ფეხბურთელია. სულ უფრო და უფრო უკეთესი ხდება. „ბარსელონაში“ თამაში იოლი არ არის, თუმცა ბრაზილიელისგან ბევრს ველით.“ - უთხრა ბარტომეუმ Mundo Deportivo-ს.
მიმდინარე სეზონში 21 წლის დემბელემ „ბარსელონას“ მაისურით 25 მატჩი ითამაშა, 8 ბურთი გაიტანა და ოთხი საგოლე გადაცემით გამოირჩა.