შვედეთის ალსვესკანის მესამე ტურში გიორგი ხარაიშვილის „გიოტებორგი“ "დიურგარდენს“ ესტუმრა და მატჩის დასრულებამდე ორი წუთით ადრე გაშვებული გოლით წააგო 1:2.
საინტერესოა, რომ სტუმრებმა ანგარიში 83-ე წუთზე კაცნაკლულებმა გაათანაბრეს. 10 კაცით კი იმიტომ იყვნენ, რომ ხარაიშვილი გააძევეს. ჩვენებურმა 55-ე და 67-ე წუთებზე ორჯერ მოასწრო ყვითელი ბარათის მიღება და ავტომატურად გასახდელში მოუწია გასვლა.
22 წლის ქართველი შემტევისთვის შვედურ კარიერაში ეს პირველი გაძევებაა. საერთოდ, მისთვის ეს სეზონი მანცდამაინც წარმატებულად არ დაწყებულა და წინა ტურში პენალტიც გააცუდა.
„გიოტებორგი“ კი სამი ტურის შემდეგ 3 ქულით მე-11 პოზიციაზე იმყოფება.