ამსტერდამის „აიაქსის“ მთავარმა მწვრთნელმა ერიკ ტენ ჰაგი მიიჩნევს, რომ პირველი მატჩის შედეგიდან გამომდინარე, "იუვენტუსი" ფავორიტია. თუმცა, ჰოლანდიელი დარწმუნებულია, რომ მის გუნდს შეუძლია ტურინელთა ბარიერის დაძლევა.
„ეს დიდი თამაში იქნება. „იუვე“ ფავორიტია, რადგან ამსტერდამში 1:1 ითამაშა, გოლი გაიტანა. ხვალ კიდევ ერთხელ მოგვიწევს ჩვენი შესაძლებლობების ჩვენება. „იუვე“ „რეალი“ არაა, საფეხბურთო კულტურა განსხვავებული აქვს. ალეგრი ძალიან მომზადებულია და ვფიქრობ, პირველი მატჩისგან გასნხვავებულად ათამაშებს გუნდს. ჩვენ თამაშს ვაკონტროლებდით, მაგრამ უფრო მეტის გატანა ვერ მოვახერხეთ. ჩვენი გუნდი ახალგაზრდულია, მაგრამ იცის, როგორ ითამაშოს მტკიცედ. სეზონის დასაწყისში არ ვფიქრობდით, რომ გრანდებს კონკურენციას გავუწევდით, მაგრამ ახლა თვითრწმენა გვაქვს. დე იონგი? არ ვიცი, იქნება თუ არა მოედანზე, ხვალ უნდა შევხედოთ. თუ ის იტყვის, რომ თამაში შეუძლია, ითამაშებს“, - თქვა ტენ ჰაგმა.
შეგახსენებთ, რომ „იუვენტუსისა“ და „აიაქსის“ მატჩი 16 აპრილს, 23:00 საათზე გაიმართება.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
დღეს იუვე იგებს, ძალიან მესიმპატიურება აიაქსი,მაგრამ ამ დროს გამოცდილება არის საჭირო რაც მათ არ აქვთ
კაი თამაშს ველოდები ახლანდელი აიაქსის მებრძოლი ბიჭებისგან .
გასვლა დავდე აიაქსის და აბა გაბედეთ წაგება
იქნება ომი აბა
გავა აიაქსი.