ფეხბურთი

20:12 | 15.04.2019 | ნანახია [] - ჯერ

რიბერი ჩავისთან?

მიუნხენის „ბაიერნის“ გერმანელი ნახევარმცველი ფრანკ რიბერი დიდი ალბათობით ზაფხულიდან ყატარულ „ალ-სადში“ გადავა. Kicker-ის ინფორმაციით, 36 წლის ფეხბურთელი ახლოსაა აზიურ გუნდთან შეთანხმების მიღწევასთან.

აღსანიშნავია, რომ „ალ-სადის“ ღირსებას ლეგენდარული ესპანელი ჩავი ერნანდესი იცავს, თუმცა „ბარსელონას“ ყოფილი ვარსკვლავი მიმდინარე წელს კარიერის დასრულებას აპირებს.

რაც შეეხება რიბერის, გადაწყვეტილია, რომ „ბაიერნს“ დამდეგ ზაფხულს დატოვებს და თავისუფალი აგენტი გახდება. ფრანგი „რეკორდმაისტერში“ 2007 წელს „მარსელიდან“ ჩაირიცხა, ხოლო მიმდინარე სეზონში ბუნდესლიგაში ჩატარებულ 21 მატჩში 4 გოლი გაიტანა.

0.11313