ჩოგბურთი

15:13 | 15.04.2019 | ნანახია [] - ჯერ

ბასილაშვილი მონაკოში პირველივე წრეში დამარცხდა

ქართველი ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი მონტე კარლოს პრესტიჟულ მასტერსს (საპრიზო ფონდი 5 585 030 ევრო) პირველივე წრეში გამოეთიშა.
ბასილაშვილი მე-12 ნომრად იყო განთესილი, თუმცა, უნგრელ მარტონ ფუჩოვიჩთან ვერაფერი გააწყო. სურათი ნიკას მატჩებისთვის ტრადიციული იყო: საქართველოს ჩოგანი უფრო მეტს უტევდა, თუმცა, შეცდომებიც მრავლად ჰქონდა და ხშირ შემთხვევაში, უნგრელს ქულის ასაღებად დიდად გარჯა არც სჭირდებოდა.
საბოლოოდ, მატჩი ორ საათსა და სამ წუთს გაგრძელდა და ფუჩოვიჩმა 7:5, 3:6, 6:1 მოიგო. ბასილაშვილმა 2 ეისი ჩააწოდა, 9 ორმაგი შეცდომა დაუშვა და პირველ მოწოდებაზე 57%-ანი მაჩვენებელი ჰქონდა. ნიკოლოზმა 5 ბრეიკ-პოინტიდან 1 გამოიყენა, ფუჩოვიჩს კი 20 (!) ბრეიკ-პოინტი მიეცა, საიდანაც სათავისოდ 3 დაასრულა.

მოგვიანებით, ნიკა ძალებს წყვილთა შეჯიბრშიც სცდის. ის და მოლდოველი რადუ ალბოტი სამხრეთაფრიკელ რავენ კლაასენსა და ბრიტანელ ჯო სალისბერის გაეჯიბრებიან, რომელთაც მე-8 განთესვა აქვთ.

0.123206