საფრანგეთის ჩემპიონატის 32-ე ტურში პსჟ გასვლაზე "ლილთან" 5:1 განადგურდა. პსჟ-მ 2000 წლის შემდეგ ლიგა 1-ში ხუთი გოლი პირველად გაუშვა.
მატჩში გადამწყვეტი 36-ე წუთზე ბერანტის წითელი ბარათი აღმოჩნდა და პარიზელების კაცნაკლულნი დარჩნენ.
2000 წლის დეკემბერში პარიზელებმა "სედანთან" 1:5 წააგეს.
საფრანგეთის ჩემპიონატში 81 ქულით პსჟ პირველ ადგილზეა, ხოლო "ლილი" 64 ქულით მეორე პოზიციაზე.