ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის პლეი ოფის შეხვედრები დაიწყო.
„გოლდენ სტეიტმა“ შინ „კლიპერსი“ 121:104 დაამარცხა და სერიაში 1:0 დაწინაურდა. „მეომრებმა“ მეტოქე პირველ სამ პერიოდში დაამარცხა, ხოლო დასკვნითი მეოთხედი ფორმალობაღა იყო. საოცარი შეხვედრა ჩაატარა სტეფ კარიმ, რომელმაც გუნდს 38 ქულა, 15 მოხსნა და 7 პასი შესძინა. „კლიპერსში“ ჰარელი 26 ქულით გამოირჩა. კარიმ მეტოქეს რვა სამქულიანი ჩაუგდო და გამთამაშებელი პლეი ოფში ჩაგდებული სამქულიანების რაოდენობით ნბა-ს ისტორიაში პირველ ადგილზე გადაინაცვლა. სტეფს 386 სამქულიანი აქვს, ხოლო რეი ალენს - 385. სერიის მეორე შეხვედრა ოკლენდში 14 აპრილს გაიმართება.
„დენვერი“ შინ „სან ანტონიოსთან“ 96:101 დამარცხდა. ტეხასელები პირველი პერიოდის ბოლოს დაწინაურდნენ და შემდეგ დენვერელები სულ მდევრის როლში იყვნენ. გრეგ პოპოვიჩმა კარიერის მანძილზე პლეი ოფში 1413-ე შეხვედრა მოიგო, რაც ისტორიაში საუკეთესო შედეგია. გრეგმა ლენი უილკენსს გადაასწრო, რომელსაც 1412 გამარჯვება ჰქონდა. „სან ანტონიოში“ დეროზანი 18 ქულით და 12 მოხსნით გამოირჩა. „დენვერში“ საუკეთესო სამმაგი დუბლით ნიკოლა იოკიჩი იყო, 10 ქულა, 14 მოხსნა და 14 პასი.
მოულოდნელი შედეგი დაფიქსირდა კანადაში, სადაც „ტორონტომ“ „ორლანდოსთან“ 101:104 წააგო. მატჩის ბოლო წამზე კავაი ლეონარდმა სამქულიანი ისროლა, მაგრამ ბურთმა კალათამდეც ვერ მიაწღია. 25 ქულა კავაიმ ჩააგდო, აგუსტინმაც მეტოქეს 25 ქულა ჩაუგდო.
„ფილადელფია“ - „ბრუკლინი“ 102:111 (22:31, 32:31, 28:31, 20:18)
https://www.youtube.com/watch?v=vixL-my4tGI
„ტორონტო“ – „ორლანდო“ 101:104 (30:25, 19:32, 27:18, 25:29)
https://www.youtube.com/watch?v=tlTk91hnF1M
„გოლდენ სტეიტი“ – „კლიპერსი“ 121:104 (36:27, 33:29, 29:23, 23:25)
https://www.youtube.com/watch?v=CGoqI4FgqbQ
„დენვერი“ – „სან ანტონიო“ 96:101 (20:25, 31:34, 17:13, 28:29)
https://www.youtube.com/watch?v=4lJ91MTgERE