ფეხბურთი

12:24 | 14.04.2019 | ნანახია [] - ჯერ

ბატშუაი შესაძლოა "დორტმუნდში" დაბრუნდეს

ბელგიის ეროვნული ნაკრების თავდამსხმელი მიში ბატშუაი შესაძლოა "დორტმუნდში" დაბრუნდეს. როგორც Sunday Express-ი იუწყება, იმ შემთხვევაში თუ გერმანელები ფეხბურთელის სანაცვლოდ 40 მილიონ გირვანქა სტერლინგს გადაიხდიან, ლონდონის "ჩელსი" მზადაა ტრანსფერი განახორციელოს.

ბატშუაი "დორტმუნდში" გასული სეზონის მეორე ნახევარში ასპარეზობდა და 14 მატჩში ცხრა გოლი გაიტანა. ამჟამად ბელგიელი თავდამსხმელი "კრისტალ პალასში" განათხოვრებული. მიმდინარე სეზონის პირველი ნახევარი კი მიშიმ "ვალენსიაში" ასევე იჯარის წესით გაატარა, თუმცა კლუბი მწვრთნელთან უთანხმოების გამო დატოვა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.113364