ფეხბურთი

16:12 | 14.04.2019 | ნანახია [] - ჯერ

"რეალი" მანეს გადაწყვეტილებას დაელოდება

მადრიდის "რეალმა" შესაძლოა სენეგალის ეროვნული ნაკრების კაპიტანი და "ლივერპულის" შემტევი სადიო მანე დაიმატოს. როგორც El Confidential-ი იუწყება, ფეხბურთელის სანაცვლოდ "სამეფო კლუბი" ინგლისელებს შეთავაზებას იმ შემთხვევაში გაუკეთებს, თუ მანე "წითლებს" ტრანსფერზე დაყენებას მოსთხოვს.

ჯერჯერობით უცნობია თუ რამდენი მილიონის გადახდას აპირებენ ესპანელები და საპირისპიროდ თანხმობის შემთხვევაში "ლივერპული" რამდენს მოითხოვს. მანეს სატრანსფერო ღირებულება 85 მილიონი ევროა, თუმცა ნაკლებად სავარაუდოა "მერსისაიდელები" ამ თანხას დასჯერდნენ.

სადიო "ლივერპულში" 2016 წელს "საუთჰემპტონიდან" გადავიდა. მიმდინარე სეზონში აფრიკელმა მოთამაშემ 41 მატჩში ოცი გოლი გაიტანა და ოთხი საგოლე გადაცემა შეასრულა.

0.132686