ფეხბურთი

1:14 | 14.04.2019 | ნანახია [] - ჯერ

მცველი ბომბარდირული ნიჭით - ლაშა დვალმა უნგრეთში ისევ გაიტანა! (+VIDEO)

საქართველოს ნაკრების მცველი ლაშა დვალი დიდებულ ფორმაშია. ქართველი მცველი მოედნიდან უგოლოდ თითქმის აღარ გამოდის.

უნგრეთის ჩემპიონატის 28-ე ტურში ჩვენებურის „ფერენცვაროში“ „მოზეკოვესდს“ ესტუმრა და მარცხდებოდა, მაგრამ 2:1 გაიმარჯვა. ლაშამ ამ შეხვედრაში შეუცვლელად ითამაშა და 48-ე წუთზე ანგარიშიც გაათანაბრა.

ქართველი ფეხბურთელი უნგრულ გუნდს შესანიშნავად მოერგო და მეცხრე შეხვედრაში მე-3 გოლი გაიტანა. მცველისთვის მართლაც ბრწყინვალე შედეგია.

„ფერენცვაროში“ კი 28 ტურის შემდეგ 64 ქულით პირველ ადგილზე დამაჯერებლადაა და უახლოეს მდევარ „ვიდეოტონს“ 8 ქულით უსწრებს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.113826