ჩოგბურთი

1:00 | 14.04.2019 | ნანახია [] - ჯერ

ბოლქვაძე ფინალში ითამაშებს!
ქართველ ჩოგბურთელებს წყვილთა ტიტულის დასაკუთრების შანსიც აქვთ

ქართველი ჩოგბურთელი მარიამ ბოლქვაძე პორტუგალიურ ობიდოსში მიმდინარე საერთაშორისო ტურნირის (საპრიზო ფონდი 25 ათასი დოლარი) ფინალში გავიდა და დღეს, ტიტულის მოსაპოვებლად იბრძოლებს.

გუშინ გამართულ ნახევარფინალურ მატჩში მე-5 ნომრად განთესილი ბოლქვაძე თანამემამულე სოფო შაფათავას გაეჯიბრა და დამაჯერებელი გამარჯვება იზეიმა - 6:2, 6:2.

გადამწყვეტ შეხვედრაში მარიამის მეტოქე ესპანელი ნურია პარიზას-დიაზი იქნება, რომელმაც ნახევარფინალში თანამემამულე ევა გერერო ალვარეზს 6:2, 6:3 მოუგო.

ხვალვე, ბოლქვაძე წყვილთა შორის ტიტულისთვისაც იბრძოლებს. მან და სლოვანიელმა ნასტია კოლარმა ბულგარელი ნაიდენოვა და უკრაინელი შოშინა 6:1, 6:2 დაამარცხეს და ფინალში სოფო შაფათავასა და ბრიტანელ ემილი ვებლი-სმითს გაეჯიბრებიან. მათ ბულგარელ ტოპალოვასა და ლატვიელ ვისმანეს 6:3, 6:1 მოუგეს.

0.13455