საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრების წევრი ლაშა გობაძე (82 კგ.) რუმინეთის დედაქალაქ ბუქარესტში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატის ფინალში გავიდა და ხვალ, ოქროს მედლის მოსაპოვებლად იბრძოლებს.
გობაძე შეჯიბრში მერვედფინალიდან ჩაება, სადაც მოლდოველ მიჰაილ ბრადუს 5:4 სძლია, მეოთხედფინალში რუს ალეკსანდრ კომაროვს 5:0 სძლია, ნახევარფინალში კი, ფინელ ვილი როპონენს ჩინებული ხუთქულიანი გდებები გაუკეთა და მეტოქე წამებში 11:0 გაანადგურა.
გადამწყვეტ შერკინებაში ლაშას მეტოქე დანიის სახელით მოასპარეზე რაიბეკ ბისულთანოვი იქნება, რომელმაც გზიდან გერმანელი ჰანს ვაგნერი (5:4), ბელარუსი ვიკტარ სასუნოსკი (8:1) და თურქი ემრაჰ კუსი (5:5) ჩამოიცილა.
ხვალ, 14 აპრილსვე ბრინჯაოს მედლისთვის იჭიდავებს საჩინო დავითაია (67 კგ.), რომელმაც კვალიფიკაციაში ფრანგი იასინ ოზაი 6:4 დაამარცხა, მერვედფინალში გერმანელ ერიკ ვეისს 9:0 მოუგო, მეოთხედფინალში უკრაინელ პარვიზ ნასიბოვს 2:1 სძლია, ნახევარფინალში კი თურქ ატაკან იუკსელთან 1:3 წააგო.
თუ ვინ იქნება დავითაიას მომავალი მეტოქე, რეპეშაჟის შეხვედრების დასრულების შემდეგ გაირკვევა, თუმცა, დიდი ალბათობით, ქართველ ფალავანს რუს არტიომ სურკოვთან დაპირისპირება მოუწევს.
შაბათსვე ევროპის ჩემპიონატში რამაზ სურმანიძე (60 კგ.), რამაზ ზოიძე (72 კგ.) და გიორგი მელიაც (97 კგ.) ჩაებნენ, თუმცა, მათ პირველივე ორთაბრძოლები დათმეს.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
ბოლო წლებში ყველაზე კარგი გუნდი ჰიდინკს ყავდა
ჰიდინკს რომელი ყავდა ყველაზე კარგი, წინა ევროპაზე რომ ვერ გავიდა?! მანამდე 98-ში იყო კიდევ ჰიდინკი ნაკრების მწვრთნელი, როცა მეოთხეზე გავიდნენ მსოფლიოზე. მაგაზე უკეთესი შედეგი ვან გალის დროს და ვან მარვიიკის დროს ქონდათ, როცა მესამეზე და მეორეზე გავიდნენ მსოფლიო ჩემპიონატზე..
წინა ევროპაზე ხომ დაგლიჯეს, მსოფლიოც ეგეთი გექნებათ............ დეეტიე შენს ადგილას. ტოჟე მნე ბელადი
ევროპაში ამათ ვგულშემატკივრობ და მსოფლიოში არგენტინას და ისე ვატყობ არცერთი არ იქნება 2018-ში.DDD
რუუდ გულიტი დანიშნეთ - "სექსუალური ფეხბურთის" მქადაგებელი DDDDDDDDD
ან რაიკაარდი დააბრუნეთ. არ ყავდა ცუდი გუნდი 2000 წელს, უბრალოდ პენალტებს ურტყამდნენ საშინლად DDDDDDDDDD
მწვრთნელის მოხსნა - დანიშვნა მხოლოდ "მეფის" პრეროგატივაა DDDD
Axla igupebit tqven))))))