ფრანგული „პარი სენ ჟერმენის“ მცველი დანი ალვეში შესაძლოა ზაფხულში „სევილიაში“ დაბრუნდეს. L’Equipe-ს ინფორმაციით, ანდალუზიელები მზად არიან ბრაზილიელი დაიბრუნონ.
ეს იმ შემთხვევაში მოხდება, თუ ალვეში პსჟ-სთან კონტრაქტს არ გაახანგრძლივებს, რადგან „სევილიას“ მისი დამატება თავისუფალი აგენტის სტატუსით სურს.
მიმდინარე სეზონში 35 წლის ალვეში პარიზელთა მაისურით 23 თამაში ჩაატარა, 1 გოლი გაიტანა და 5 საგოლე პასი მიითვალა. „სევილიაში“ კი, 2003-2008 წლებში ირიცხებოდა და 230 მატჩიც ჩაატარა.