ფეხბურთი

16:37 | 13.04.2019 | ნანახია [] - ჯერ

"საბურთალოს" ახალი სპორტული დირექტორი ჰყავს

ლევან სეთურიძე საფეხბურთო კლუბ “საბურთალოში” სპორტულ დირექტორად დაინიშნა. აღნიშნული ინფორმაცია საქართველოს მოქმედი ჩემპიონი გუნდის ვებგვერდმა გაავრცელა.

28 წლის სეთურიძე დედაქალაქურ კლუბში სპორტულ საკითხებს გაუძღვება.

სეთურიძემ პროფესიული კარიერა „საბურთალოში“ დაიწყო. ასევე თამაშობდა „გაგრასა“ და „ზესტაფონში“, თუმცა ტრავმის გამო კარიერა ნაადრევად დაამთავრა. მისი მენეჯერის კარიერა კი „გაგრაში“ დაიწყო.

0.135297