ფეხბურთი

11:43 | 13.04.2019 | ნანახია [] - ჯერ

ფაბრეგასი: "შანსი არ მქონდა, სარიმ ჟორჟინიო მოიყვანა, რომელიც შვილივით ჰყავს"

ფრანგული „მონაკოს“ ფეხბურთელი სესკ ფაბრეგასი „ჩელსიში“ გატარებულ პერიოდს იხსენებ და ამბობს, რომ ლონდონის დატოვებას არ აპირებდა. თუმცა, შემდეგ ყველაფერი შეიცვალა, რადგან გუნდში მაურიციო სარი მივიდა.

ესპანელი ნახევარმცველის თქმით, მას სასტარტოში მოხვედრის შანსი აღარ ჰქონდა, რადგან სარიმ თან მიიყვანა ჟორჟინიო, რომელიც მისთვის შვილივითაა.

„ჩელსითან“ კონტრაქტის გახანგრძლივებას ვაპირებდი, მაგრამ შემდეგ ახალი მწვრთნელი მოვიდა და მოიყვანა ფეხბურთელი, რომელიც მისთვის შვილივითაა.

ჩემთვის თამაში შეუძლებელი იყო, მე კი ფეხბურთი მიყვარს და თამაში მინდოდა. „ჩელსიში“ ბედნიერი ვიყავი, როდესაც ვთამაშობდი“, - თქვა ფაბრეგასმა.

შეგახსენებთ, სესკ ფაბრეგასმა „ჩელსი“ იანვარში დატოვა და კარიერა „მონაკოში“ გააგრძელა.

0.112416