ბელგიის ჩემპიონატის მორიგი კალენდარული ტური კლასიკური დაპირისპირებით გაიხსნა, რომელშიც ლიეჟის „სტანდარდი“ და ბრიუსელის „ანდერლეხტი“ შეხვდნენ ერთმანეთს.
თუმცა, შეხვედრა არ დასრულდა. საქმე ისაა, რომ „ანდერხლეხტის“ ქომაგებმა მოედანზე პეტარდები ისროლეს, რითაც მასპინძელთა კარის დარაჯი გილერმო ოჩოა დააზიანეს. საბოლოოდ, საქმე ვერ განიმუხტა და შეხვედრა შეწყდა.
სანამ მატჩი შეწყდებოდა, „სტანდარდი“ რაზვან მარინისა და პოლ მპოკუს გოლებით დამაჯერებლად იგებდა, ხოლო ბრიუსელელები 10 ფეხბურთელით იყვნენ მოედანზე კარა მბოჯის გაძევების შედეგად. როგორც ადგილობრივი მედია იტყობინება, „ანდერლეხტი“ გულშემატკივრების ასეთი გამოხტომის გამო სამაგალითოდ დაისჯება და დიდი ალბათობით, „სტანდარდს“ ტექნიკური მოგება ჩაეთვლება.
საინტერესოა, რომ ლიეჟელები ჩემპიონობისთვის იბრძვიან და ლიდერ „გენკს“ მხოლოდ 2 ქულით ჩამორჩებიან, ხოლო „ანდერლეხტს“ ცუდი სეზონი აქვს და საჩემპიონო შანსიც აღარ გააჩნია.