ფეხბურთი

23:09 | 12.04.2019 | ნანახია [] - ჯერ

"ლოკომოტივმა" მიჯრით მეხუთედ წააგო

კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში მეტად მძიმე დროება უდგას თბილისის „ლოკომოტივს“, რომელსაც მთავარი მწვრთნელის ცვლილებამაც ვერ უშველა.

„რკინიგზელები“ რამდენიმე დღის წინ ლევან კორღალიძემ ჩაიბარა, რომელმაც ლაშა ჭაღიაშვილი ჩაანაცვლა. თუმცა, უცვლელი დარჩა შედეგი - „ლოკომოტივმა“ მორიგი მატჩი ბოლნისის „სიონთან“ წააგო.

მატჩის გმირი უგულავა გამოდგა, რომელმაც დუბლი გაიფორმა „სიონს“ მნიშვნელოვანი გამარჯვება მოუტანა. ბოლნისელებმაც ხანგრძლივი მოუგებელი სერია დაასრულეს, თუმცა 11 ქულით მეხუთე პოზიციაზე მაინც არიან.

აი, „ლოკომოტივმა“ კი მიჯრით მეხუთე თამაში წააგო. შედეგად, მხოლოდ 6 ქულა აქვს და მერვე ადგილზეა.

„ლოკომოტივი“ – „სიონი“ 1:2 (0:1)

გოლები: 0:1 უგულავა (9, პენ), 0:2 უგულავა (70), 1:2 შონია (89)

0.10606