ფეხბურთი

21:25 | 12.04.2019 | ნანახია [] - ჯერ

"დინამომ" "დილა" ეფექტური გოლით დაამარცხა

საქართველოს კრისტალბეთ ეროვნული ლიგის მერვე ტური თბილისში, „დინამოსა“ და გორის „დილას“ შეხვედრით დაიწყო.

მატჩი დაძაბული გამოდგა, თუმცა ნაკლებ სანახაობრივი და საბოლოოდ გამარჯვება, როგორც მოსალოდნელი იყო, მასპინძლებს დარჩათ. ბოლო დროს „დინამო“ ჩინებულ ფორმაშია, ხოლო გორის „დილასთვის“ მიმდინარე სეზონი ცუდად დაიწყო და გასავრდნი ზონის ზღვარზეა.

შეხვედრის ბედი კი ერთადერთმა გოლმა გადაწყვიტა, რომელიც 32-ე წუთზე გავიდა. ფრან კარბიამ ბურთი საჯარიმოს მისადგომებთან მიიღო და დიდებულად დაარტყა - მეკარეს შანსი არ ჰქონია. ლამაზი გოლი გამოუვიდა ესპანელს, ბარე-ორ თამაშს რომ დაამშვენებდა.

„დინამომ“ ამ გამარჯვებით 16 ქულა დააგროვა და მეორე საფეხურზეა, ხოლო „დილა“ 5 ქულით ბოლოს წინა, მეცხრე პოზიციაზე იმყოფება.

„დინამო“ (თბ) – „დილა“ 1:0 (1:0)

გოლი: 1:0 კარბია (32)

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.258101