ფეხბურთი

20:47 | 12.04.2019 | ნანახია [] - ჯერ

კობიაშვილი: "სისწრაფეები გვაკლდა, ნაკრები მზად არ იყო"

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ლევან კობიაშვილმა მედიის წარმომადგენლებთან ვრცელი კომენტარი გააკეთა. მიის განცხადებით, განვლილ ორ მატჩში ეროვნული ნაკრები მზად არ იყო მაღალ დონეზე სათამაშოდ და ცუდ კონდიციებში შეხვდა მარტში გამართულ ორ შეხვედრას.

გარდა ამისა, კობიაშვილმა განაცხადა, რომ ვლადიმირ ვაისი ფეხბურთელებს არაფერს აბრალებს და მისი სიტყვების ასასწორი ინტერპრეტაცია მოხდა. კობიაშვილის განცხადებით, მომდევნო თამაშებში მოედანზე სხვა გუნდი იქნება, რომელიც გამარჯვებისთვის იბრძოლებს.

„რასაკვირველია კრიტიკა მისაღებია და ამას არასდროს ვეწინააღმდეგები. პირიქით, მივესალმები და ყოველთვის აღვნიშნავ, როდესაც ფეხბურთელი ვიყავი, კრიტიკა მეხმარებოდა, რომ უკეთ მეთამაშა.

რა თქმა უნდა, ასეთი შეხვედრები ძალიან მნიშვნელოვანია და უნდა გაგრძელდეს, რადგან როდესაც არსებობს კითხვები, მას სჭირდება პასუხებიც. თუმცა, სამწუხაროდ, ბოლო დროს დამოკიდებულება იცვლება. უფრო მეტად ისმის კითხვება, რატომ არ არის ეს ფეხბურთელი გამოძახებული ან რატომ არ ითამაშა სხვამ, მაგრამ შინაარსობრივად, დეტალურად თამაშის განხილვა ნაკლებად ხდება, რაზეც გული მწყდება. უბრალოდ, მე, როგორც რიგითი გულშემატკივარი, აბსოლუტურად ვეთანხმები მწვრთნელს, როდესაც ახსენა, ჩვენი მდგომაროება განვლილი ორი თამაშის წინ, რომლებშიც დავმარცხდით და ნამდვილად არ ვარ ბედნიერი, რომ ვერ მოვიგეთ. პირიქით, ძალიან თვითკრიტიკულები ვართ ყველანი. ჩემი აზრით, იმ მდგომარეობით, რაც ამ თამაშების წინ გვქონდა, ერთა ლიგაზეც ძალიან გაგვიჭირდებოდა ამაში დარწმუნებული ვარ და თუ ისევ ასეთ ვითამაშებაში ვიქნებით, გაგვიჭირდება მომავალში.

მინდა აღვნიშნო, რომ არასდროს ვაისს არ გაუკრტიკებია ფეხბურთელები იმ კონტექსტში, რა კონტექსტშიც სამწუხაროდ მედიაში გავრცელდა, თითქოს ფეხბურთელები არ გვყავს. უბრალოდ, მან შინაარსობრივად ახსნა რა მდგომარეობაში იყო ჩვენი გუნდი და მეტოქე, ამას გაუსვა ხაზი. არასდროს ყოფილა, რომ მას ფეხბურთელები გაეკრიტიკებინოს. თუმცა, არაა პრობლემა, უბრალოდ მინდა ვთქვა, რომ არასწორი ინტერპრირება მოხდა მისი სიტყვების. თუნდაც იგივე ლორიას შემთხვევაში. არავინ იტყვის, რო ის გოლი მის ბრალი იყო, მაგრამ ფაქტია, რომ შეცდომა გახლდათ, კედელი კარგად არ იდგა და ეს ფაქტია. კიდევ ვიმეორებ, რომ სხვა ინტერპრეტაცია მოხდა.

ვფიქრობ, ამ ორ თამაშში ყველაზე მეტად სისწრაფეები გვაკლდა, რის გარეშეც თანამედროვე ფეხბურთში თამაშის მოგება შეუძლებელია, ვისაც არ უნდა ეთამაშებოდე. სწორედ ეს გვქონდა ერთა ლიგაზე, ინდივიდუალური ფეხბურთელები ფლანგებზე, რომელთაც შეეძლოთ გუნდის ამოყვანა, ტემპზე აყოლა, ბურთის კონტროლი. დღევანდელ ფეხბურთში ამის გარეშე წარმატების მიღწევა წარმოუდგენელია და სწორედ ეს გვაკლდა განვლილ ორ მატჩში. ამ კონკრეტული მატჩებისთვის მზად არ ვიყავით, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ვინ სად თამაშობს და ვის ვეთამაშებით. ჩვენთვის მთავარია, ჩვენ ვიყოთ მზად, შვეიცარიაზე ძლიერი გუნდებისთვისაც მოგვიგია და უფრო სუსტებთანაც წაგვიგია. მთავარია, ჩვენი თავის პრობლემა ჩენ თვითონ არ ვიყოთ, ესაა მთავარია. ვიმეორებ, სამწუხაროდ შვეიცარიასთან და ირლანდიასთან სათანადო კონდიციებში არ ვიყავით და ეს ყველას პასუხისმგებლობაა. რასაკვირიველია, ყოველთვის შეგვიძლია ვიდაოთ, თუ რატომ დააყენა ესა თუ ის ფეხბურთელი, მაგრამ ფაქტია, რომ ასეთ დროს იღებ გადაწყვეტილებას, რომელმაც შესაძლოა არ გაამართლოს. ნამდვილად არ ვეთანხმები იმ გადაწყვეტილებას, რომ მაგალითად ვატო არველაძე თავის პოზიციაზე უკეთ ითამაშებდა ან ვაკო გვილია, ამის გარანტორი არავინაა. მე არც ვფიქრობ, რომ ვატომ ცუდად ითამაშა, პირიქით, მისი ასაკითვის ძალიან კარგად ითამაშა. ეს არაა პრობლემა ვინ, რა პოზიციაზე ითამაშა. პრობლემა ისაა, რომ არ ვიყავით მზად, რომ ეს თამაშები მოგვეგო და რატომ არ ვიყავით, ეს უკვე სხვა დეტალებია. მინდა დავაფიქსირო მწვრთნელისადმი, ფეხბურთელებისადმი და მთლიანად გუნდის მხარდაჭერა. ჩვენ არასდ დავფრინავთ ერთა ლიგის შემდეგ, ვიცით, სადაც ვართ და ისიც ვიცით, რომ ძალიან ბევრი გვაქვს გასაკეთებელი. დარწმუნებული ვარ მომდევნო მატჩებში უფრო მომზადებული ვიქნებით და უკეთ ვითამაშებთ.“, - თქვა კობიაშვილმა.

Loading...
0.129544