ჩოგბურთი

18:26 | 12.04.2019 | ნანახია [] - ჯერ

ქართული ნახევარფინალი პორტუგალიაში
შაფათავა და ბოლქვაძე წყვილთა ფინალისთვისაც იბრძოლებენ

პორტუგალიურ ობიდოსში მიმდინარე 25-ათასიან ტურნირზე ქართულ ნახევარფინალს ვიხილავთ, რაც იმას ნიშნავს, რომ ფინალურ მატჩში ერთ ჩვენებური აუცილებლად ითამაშებს.

დღეს, შეჯიბრზე მეოთხედფინალური მატჩები შედგა. სოფო შაფათავამ უკრაინელ ანასტასია შოშინას 6:4, 6:2 სძლია და ფინალის საგზურისთვის მე-5 ნომრად განთესილ მარიამ ბოლქვაძეს შეერკინება, რომელმაც მე-4 რეიტინგის მქონე ესპანელ კრისტინა ბუკსას 6:3, 6:1 მოუგო.

წყვილთა შეჯიბრში შაფათავამა და ბრიტანელმა ემილი ვებლი-სმითმა (მე-3 განთესვა) ხსენებული ბუკსა და კიდევ ერთი ესპანელი ნურია პარიზას-დიაზი 6:1, 6:4 დაამარცხეს და ნახევარფინალში ბულგარელ გერგანა ტოპალოვასა და ლატვიელ დანიელა ვისმანეს გაეჯიბრებიან.

ბოლქვაძემა და სლოვენიელმა ნასტია კოლარმა გერმანულ დუეტს (ანა კლასენი-რომი კოელცერი) 3:6, 7:5, 10:8 სძლიეს და ფინალში გასასვლელად ბულგარელ ნაიდენოვასა და ხსენებულ შოშინას შეერკინებიან.

0.116535