ქართველი ჩოგბურთელი გიორგი ცივაძე ყაზახურ ჩიმკენტში მიმდინარე 25-ათასიან ტურნირს მერვედფინალში გამოეთიშა.
გიორგიმ ასპარეზობა საკვალიფიკაციო ბადიდან დაიწყო და მიჯრით 3 გამარჯვება იზეიმა, ყაზახ ტიმოფეი სკატოვს კი სათანადო წინააღმდეგობა ვერ გაუწია და 1:6, 0:6 წააგო.
წყვილთა ტურნირის მეოთხედფინალში ცივაძე და ყაზახი საგადატ აიაპი მე-3 ნომრად განთესილ რუსულ დუეტთან (კრავჩუკი-პავლიუჩენკოვი) 0:6, 6:3, 7:10 დამარცხდნენ.