რუმინეთში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე ნუგზარ წურწუმია ასპარეზობას აგრძელებს. ბერძნულ რომაული სტილით მოჭიდავე ქართველმა, 55 კილოგრამ წონით კატეგორიაში სომეხი მკრტიჩიანი 5-2 დაამარცხა და მეოთხედფინალში პრინციპულ მეტოქეს, მსოფლიოს ჩემპიონ აზერბაიჯანელ აზიზლის შეხვდება.