ფეხბურთი

3:47 | 12.04.2019 | ნანახია [] - ჯერ

ვინ, რამდენი ირბინა "დინამო" - "საბურთალოს" მატჩში...

კრისტალბეთ ეროვნული ლიგის ვებგვერდზე, მეხუთე ტურის გამორჩეული მატჩში "დინამო" - "საბურთალო" (4:2) ფეხბურთელა მიერ დაფარული მანძილის შესახებ სტატისტიკა გამოაქვეყნა.

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ანალიტიკურმა პლატფორმამ შემდეგი სახის შედეგი დააფიქსირა:

აღნიშნულ შეხვედრაში ყველაზე მაღალი სისწრაფე "დინამოს" ნახევარმცველმა აკაკი შულაიამ აჩვენა - 32.1 კმ/სთ. მეორე-მესამე ადგილებზე კი "საბურთალოს" ფეხბურთელები გიორგი დიასამიძე (31.8 კმ/სთ) და სანდრო ალთუნაშვილი (31.7 კმ/სთ) გავიდნენ.

ყველაზე დიდი მანძილი "დინამოს" ნახევარმცველმა გიორგი პაპავამ დაფარა (12.125 კმ), ხოლო მას ზურგს თანაგუნდელთაგან გუჯა რუხაია (11.3 კმ) და ლევან შენგელია (11.2 კმ) უმაგრებენ. რაც შეეხება "საბურთალოს", მოქმედი ჩემპიონის რიგებში ხსენებულ მატჩში ყველაზე მეტი მანძილი ამ ფეხბურთელებმა დაფარეს: სანდრო ალთუნაშვილი (11.8 კმ), გიორგი დიასამიძე (11.7 კმ), თორნიკე გორგიაშვილი (11.6 კმ).

აჩქარებებში კი ანალიტიკურმა პლატფორმამ ასეთი შედეგი აჩვენა: აკაკი შულაია 25 სპრინტი, ლევან შენგელია 18 სპრინტი და გუჯა რუხაია 17 სპრინტი.

0.115171