ჭადრაკი

23:10 | 11.04.2019 | ნანახია [] - ჯერ

ანტალიაში სტარტი აიღო...

თურქულ ანტალიაში სტარტი აიღო ქალთა შორის რიგით მე-20 საიუბილეო ევროპის ჩემპიონატმა ჭადრაკში, რომელშიც 31 ქვეყნის 131 მონაწილე, მათ შორის 8 ქართველი მოჭადრაკეც ჩაერთო.

სასტარტო ტურში ჩვენებურთა მონაწილეობით ასეთი შედეგები დაფიქსირდა:
ბეტულ ჩემრე (თურქეთი, 2281) – ნანა ძაგნიძე (2513) 0:1
ბელა ხოტენაშვილი (2479) – ზეინაბ მამედიაროვა (აზერბაიჯანი, 2280) 1:0
მირანდა მიქაძე (2266) – ოლგა გირია (რუსეთი, 2461) 0.5:0.5
ვიკტორია ჩერნიაკი (რუსეთი, 2252) – ნინო ბაციაშვილი (2453) 0:1
მერი არაბიძე (2399) – მონიკა მოტიჩაკოვა (სლოვაკეთი, 2174) 0.5:0.5
სალომე მელია (2393) – სვეტლანა პეტრენკო (მოლდოვა, 2155)
ჩადირ ნელი (თურქეთი, 2043) – სოფიკო ხუხაშვილი (2342) 0.5:0.5
ეკატერინე ფიფია (1936) – მელანი ლუბე (გერმანია, 2304)
ცნობისთვის, შეჯიბრი შვეიცარიული სისტემით 11 ტურად იმართება და მისი საპრიზო ფონდი 60 ათასი ევროს შეადგენს, საიდანაც გამარჯვებული 10 ათასს მიიღებს, 14 საუკეთესო კი მსოფლიოს თასის საგზურს მოიპოვებს.

0.120136