ფეხბურთი

20:40 | 11.04.2019 | ნანახია [] - ჯერ

შკრინიარი "ინტერთან" ახალ კონტრაქტს გააფორმებს

სლოვაკეთის ეროვნული ნაკრების მცველი მილან შკრინიარი მილანის "ინტერთან" კონტრაქტს 2023 წლამდე გაახანგრძლივებს და წელიწადში ანაზღაურება 3 მილიონი ევრო ექნება. აღნიშნული ინფორმაცია Sky Sport Italia-მ გაავრცელა. 24 წლის მცველის ხელფასს ბონუსებიც დაემატება.

მილანი "ინტერში" 2017 წელს "სამპდორიადან" გადავიდა და ძირითადი შემადგენლობის მუდმივი წევრი გახდა. მიმდინარე სეზონში შკრინიარმა 39 მატჩი ჩაატარა და რვა ყვითელი ბარათი მიიღო. ფეხბურთელის სატრანსფერო ღირებულება 60 მილიონი ევროა.

0.111774