ჭიდაობა

14:15 | 11.04.2019 | ნანახია [] - ჯერ

5 მედალი ესტონეთიდან

ესტონეთის დედაქალაქ ტალინში "კრისტიან პალასალუს" საერთაშორისო მემორიალური ტურნირი გაიმართა, სადაც საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით ნაკრების წევრებმა 2 ოქროს, 2 ვერცხლის და 1 ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს.

საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაციის პრესსამსახურის ცნობით, ტურნირის ჩემპიონები გიორგი გუჯაბიძე (63 კგ.) და ზვიად პატარიძე (130 კგ.) გახდნენ, ვერცხლის მედლები იური ლომაძემ (72 კგ.) და გიორგი ბარბაქაძემ (130 კგ.) დაისაკუთრეს, ბრინჯაოს კი ფრიდონ აბულაძე (60 კგ) დაეუფლა.

0.122759