კალათბურთი

12:15 | 11.04.2019 | ნანახია [] - ჯერ

ფაჩულიას "დეტროიტი" პლეი ოფში გავიდა

ზაზა ფაჩულიას "დეტროიტ პისტონსი" ნბა-ს 2018/19 წლების სეზონის პლეი ოფში ითამაშებს. რეგულარული სეზონის ბოლო მატჩში "დეტროიტს" მომდევნო ეტაპზე გასასვლელად აუცილებლად გამარჯვება სჭირდებოდა. მიჩიგანელებმა გასვლაზე უმოტივაციო "ნიუ იორკი" 115:89 გაანადგურეს.

ფაჩულიამ პარკეტზე 15 წუთი დაჰყო, ამ დროში ქართველმა ცენტრმა გუნდს 6 ქულა, 5 მოხსნა და 3 პასი შესძინა. ზაზამ 4-დან ორი ორქულიანი და 2-დან ორი საჯარიმო სროლა ჩააგდო.

ფაჩულიამ ნბა-ში მე-16 რეგულარული სეზონი ჩაატარა, საიდანაც მეცხრედ მოახერხა პლეი ოფში გასვლა. ქართველი ცენტრის რეგულარული სეზონში საშუალოდ ერთ სხვედრაში 3.9 ქულას, 3.9 მოხსნას, 1.3 პასს აგროვებდა. ზაზა თამაშიდან 44%-იანი სიზუსტით უტევდა, ხოლო საჯარიმო ხაზიდან - 78.2%.

"დეტროიტმა" რეგულარული სეზონი 41 მოგებით და ამდენივე მარცხით მერვე ადგილზე დაასრულა. პლეი ოფში ფაჩულია თავის ყოფილ გუნდს "მილოუკი ბაქსს" დაუპირისპირდება. პირველი შეხვედრა 15 აპრილს "ბაქსის" დარბაზში თბილისის დროით 03:00 საათზე გაიმართება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.138756