კალათბურთი

12:50 | 11.04.2019 | ნანახია [] - ჯერ

დირკ ნოვიცკიმ კარიერა დაასრულა

ლეგენდარულმა გერმანელმა კალათბურთელმა კარიერა დაასრულა. თვალცრემლიანი დირკ ნოვიცკი ეროვნულ საკლათბურთო ასოციაციას "დალას მავერიკსისა" და "ფინიქს სანთს" შორის მატჩის შემდეგ დაემშვიდობა.

აღნიშნული შეხვედრა "დალასმა" 120:109 მოიგო. მატჩის საუკეთესო მოთამაშე სწორედ ნოვიცკი იყო, რომელამც შეხვედრა 30 ქულით დაასრულა.

თამაშის შემდეგ გერმანელმა მაყურებელს სიტყვით მიმართა და ცრემლი ვერ შეიკავა. ნოვიცკი "დალასში" 1998 წელს მივიდა და ამ კლუბის მაისურით 21 წელი ითამაშა, რაც რეკორდული მაჩვენებელია. 2011 წელს კი ეროვნული საკლათბურთო ასოციაციის ჩემპიონი გახდა.

მიმდინარე სეზონში გერმანელმა 49 შეხვედრაში ითამაშა და საშუალოდ 6,6 ქულას აგროვებდა. პირველი 26 ტური კი ტრავმის გამო გაუცდა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.112071