ამჟამად ესპანურ “ვალენსიაში“ მოთამაშე არგენტინელი ფეხბურთელის, ეზიკილ გარაის მეუღლე თამარა გორო მისი ეპატაჟურობისა და სითამამის გამო ხშირად გამხდარა საყოველთაო განხილვის საგანი და ცოლის შესახებ ფეხბურთელსაც ჟურნალისტები მუდმივად უსვამენ არცთუ სასიამოვნო კითხვებს.
თავიდან ეზიკილ გარაი ნამეტნავად ბრაზდებოდა “ყვითელი მოკალმეების“ შემოტევაზე და მისი პასუხებიც მეტად უკმეხი იყო, თუმცა მოგვიანებით მანაც კარგად აუღო ალღო პოპულარობის მიღწევის ერთობ მარტივ ხერხებს და ახლა ცოლის შესახებ ისეთ რამეებს ამზეურებს, რასაც ადრე ვერც კი გაბედავდა.
სულ ახლახანს კი ცნობილი გახდა, რომ გარაი და თამარა გორო დევიდ ბექჰემისა და ვიქტორია ადამსის მსგავსად თამამ ფოტოსესიაში ერთად მიიღებენ მონაწილეობას და ამ წყვილის ტან-ფეხით ფერადყდიანი ბულვარული ჟურნალების გადაჭრელება თქვენ მერე უნდა ნახოთ...