ფეხბურთი

3:54 | 11.04.2019 | ნანახია [] - ჯერ

ტენ ჰაგი: "მჯერა, რომ ნახევარფინალში გავალთ"

ამსტერდამის „აიაქსის“ მთავარი მწვრთნელი ერიკ ტენ ჰაგი „იუვენტუსთან“ საპასუხო მატჩის წინ იმედიანადაა განწყობილი და ამბობს, რომ მის გუნდს ნახევარფინალში გასვლა შეუძლია.

„ძალიან კარგად ვითამაშეთ, ბევრი საგოლე შანსი გვქონდა, ზიეჩს, ვან დე ბეეკს. ნამდვილად სამწუხარო იყო, რომ 45-ე წუთზე რონალდუსგან გოლი გავუშვით. მეკარის წინ, ცენტრში იდგა და მისი შემჩერებელი იქ არავინ აღმოჩნდა. მეორე ნახევარში გამბედაობა ვაჩვენეთ, ნერეშმა შესანიშნავად ითამაშა და გაათანაბრა. დუგლას კოშტას კარგი მომენტი ჰქონდა, მაგრამ მომდევნო კვირისთვის პოზიტიურად ვარ განწყობილი. უფრო მეტი აგრესია დაგვჭირდება და მჯერა, რომ ნახევარფინალში გავალთ. ცვლილებები? ჩემი აზრით, „იუვენტუსთან“ უმჯობესი იყო ნახევარმცველის გამოყვანა, ვიდრე დოლბერგის ან ჰუნტელარიის.

მომდევნო ეტაპზე გასვლა? კარგი შედეგი დაგვჭირდება, მაგრამ 100%-ით მჯერა ნახევარფინალში გასვლის მიუხედავად იმისა, რომ „იუვენტუსი“ ფავორიტია“, - თქვა ტენ ჰაგმა.

შეგახსენებთ, „აიაქსისა“ და „იუვენტუსის“ შეხვედრა ფრედ, 1:1 დასრულდა და საპასუხო მატჩი 16 აპრილს ტურინში გაიმართება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.117187