საქართველოს ჩემპიონატზე ქალთა შორის ქარიშხალამ დაამარცხა ფოთს ოქროს ვერძი 38-24, პეგასმა მოუგო აჭარას 36-27, ყვარელმა - სამტრედიას 30-24, მამულმა - წყალტუბოს 30-25. ყვარელმა, ქარიშხალამ, სამტრედიამ და ფოთმა ნახევარფინალის საგზურები მოიპოვეს.
ხვალ, 12 საათიდან არენაში 4 მატჩია, რის შემდეგაც საბოლოოდ განაწილდება ადგილები და შედგება ნახევარფინალური წყვილები. ნახევარფინალი 22 მაისსაა, ფინალი - 23 მაისს.
დღის პირველივე მატჩში ქვეყნის ჩემპიონმა ქარიშხალამ მოულოდნელად იოლად დაამარცხა ფოთის ოქროს ვერძი. თბილისელები თავიდანვე 12-2 დაწინაურდნენ და საქმე ბოლომდე მიიყვანეს, 38-24. პირველი გამარჯვება მოიპოვა მამულმა, რომელმაც დაამარცხა წყალტუბო, 30-26. ყვარელმა 30-24 აჯობა სამტრედიას, მეექვსე მატჩი მოიგო და რეგულარული სეზონის პირველ ადგილზე დასრულება გაინაღდა.
ბოლო მატჩის წინ ცნობილი იყო ნახევარფინალის 2 მონაწილე, ყვარელი და ქარიშხალა. აჭარას მოგება სჭირდებოდა პეგასთან, რათა შანსები დაეტოვებინა. ასეთ შემთხვევაში ყველაფერს გადაწყვეტდა ბოლო ტური - ვინ დარჩებოდა ზედმეტი ფოთი-სამტრედია-აჭარის სამეულიდან.
პირველი ტაიმი პეგასმა ერთი ბურთით, 17-16 მოიგო, მეორის დასაწყისში კი მესამე ორწუთიანი და წითელი ბარათი მიიღო აჭარელმა კომახიძემ, რის შემდეგაც თბილისელების უპირატესობა გამოიკვეთა. პეგასმა 36-27 გაიმარჯვა, ფოთსა და სამტრედიას ფინალურ ოთხეულში გასვლა გაუნაღდა და თავად მეხუთე ადგილზე გადავიდა აჭარასთან პირადი მოგების წყალობით.
ხელბურთი. საქართველოს ჩემპიონატი 2018-19
ქალები, უმაღლესი ლიგა. არენა 2, 10 აპრილი
ფოთი - ქარიშხალა 24-38
ფოთ: ჯავახია, ფიფია - ჯგერენაია 13, გოგია 6, ბჟალავა 2, სურგულაძე 1, კობახია 1, ნ. რურუა 1, კუპრიევა, ბაირამიდი, თ. რურუა
ქარ: არაბაჯევი - ა. ჩხაიძე 13, ქ. ცინცაძე 8, მ. ცინცაძე 6, ი. ჩხაიძე 5, ხმელაძე 5, ციცქიშვილი 1, კირვალიძე, ბიძინაშვილი, რაზმაძე, კვეკვესკირი, თათარაშვილი
მამული - წყალტუბო 30-25
მამ: გორჯოლაძე - შახულოვი 9, იაშვილი 7, ველიჯანაშვილი 5, ჩუხატურიანი 4, ქობალია 3, მურჯიკნელი 2, ბერიკაშვილი
წყ: ჩავჩიძე - დარსაველიძე 9, ლაღაძე 5, კეკუტია 5, ხეცურიანი 4, ფანცხავა 1, ბენდელიანი 1
სამტრედია - ყვარელი 24-30
სამ: კოპალეიშვილი - ბურკაძე 12, ესაკია 5, ტყეშელაშვილი 2, რუსია 2, ფოცხვერია 1, კარტოზია 1, ცირეკიძე 1, ჩოგოვაძე, ჩხაიძე
ყვ: ამონაშვილი - თეთრაშვილი 8, ქიტესაშვილი 6, ფუღიაშვილი 5, მიხელიძე 5, სურამლიშვილი 4, ტეტოშვილი 2, სმოიანი, თავღორიშვილი, აფციაური
აჭარა - პეგასი 27-36
აჭ: ქარჩავა - ქამაშიძე 11, კომახიძე 6, დვალიშვილი 6, ცივნარიძე 4, აიოზბა, კოჩალიძე
პეგ: ჯიქურაშვილი, ახვლედიანი, გაზდელიანი - ჩხაიძე 12, კორძაია 9, საბაშვილი 5, სვანიძე 5, ნეფარიძე 3, ქებაძე 1, ლუკავა 1, პაპუაშვილი
მსაჯები: თ. კევლიშვილი, ნ. კევლიშვილი, ი. ჭკუასელი, ზ. აბრამიშვილი
------------------თ---მ---ფ---წ-----ბ-----ქ
ყვარელი-------6---6---0---0--232-184--12
ქარიშხალა-----6---5---0---1--246-186--10
სამტრედია-----6---4---0---2--145-124---8
ფოთი-----------6---4---0---2--139-119---8
პეგასი----------6---2---0---4--190-207---4
აჭარა------------6---2---0---4--141-152---4
მამული---------6---1---0---5--173-226--2
წყალტუბო-----6---0---0---6--118-186---0
11 აპრილი
12:00 სამტრედია - ქარიშხალა
13:30 ფოთი - ყვარელი
15:00 აჭარა - მამული
16:30 წყალტუბო - პეგასი
ფინალური ოთხეული: 22-23 მაისი







