საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრების წევრებმა ევროპის 2019 წლის ჩემპიონატზე კიდევ 2 მედალი მოიპოვეს. რუმინეთის დედაქალაქ ბუქარესტში მიმდინარე ტურნირზე ბექა ლომთაძემ (61 კგ.) ვერცხლი დაისაკუთრა, ავთანდილ კენჭაძე (74 კგ.) კი ბრინჯაოს მფლობელი გახდა.
აღსანიშნავია, რომ ლომთაძე ფინალში სომეხ არსენ არუტუნიანს 8:0-ს უგებდა, თუმცა, დაახლოებით ორ წუთში ძალა გამოელია და ცხადი გახდა, რომ მეტოქის შეტევებს ვეღარ გაუძლებდა. ეს მით უფრო მოულოდნელია, რომ ქართველ ფალავანს გადამწყვეტი შეხვედრისთვის მოსამზადებლად, ფაქტობრივად, მთელი დღე ჰქონდა. საბოლოოდ, სომეხმა მოჭიდავემ 17:11 იმარჯვა.
ამ ფონზე სოლიდურად გამოიყურებოდა კენჭაძე, რომელიც ახალგაზრდულ დონეზე შთამბეჭადავად ჭიდაობდა და უფროსებშიც ჩინებული დებიუტი გამოუვიდა. ავთომ ბრინჯაოსთვის დაპირისპირებაში უკრაინელ ვასილ მიხაილოვს შანსი არ დაუტოვა და საქმე ვადაზე ადრე მოუთავა – 12:1.
შეგახსენებთ, რომ გუშინ ბრინჯაოს მედლები ნიკა კენჭაძემა (79 კგ.) და ელიზბარ ოდიკაძემ (97 კგ.) დაისაკუთრეს, მცირე ხანში კი, ხალიჩაზე ირაკლი მწითური (92 კგ.) და გენო პეტრიაშვილი (125 კგ.) გავლენ. პირველი ბრინჯაოსთვის იბრძოლებს, მეორე კი – ოქროსთვის.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
ჯეი ზი არაა ცუდი ვარიანტი. თუ ვერ ივარგა, ცოლის პრ...ს მაინც შეაგინებ გემრიელად

დდდდდდდდდდდდდდდდდდდდდდდდდდდდდდდ
ესაც ასეეეეე, რასაც ვვარაუდობდი, სწორედ ის ხდება. ლუკაკუმდე იგივე გააკეთა ჰენრიხ მხითარიანმა. მიდით ფეხბურთელებო, გაასხმევინეთ მაგ ფულის ღორ რაიოლას და იჯდეს მერე ტყემალზე! ნუ, საუკეთესო ვარიანტში თავისნაირი ფულის მონა მოთამასეები შემორჩება (დონარუმა და მისთანები), რომელთაც არავინ იყიდის