ქართველი ჩოგბურთელები გიორგი ცივაძე და ალექსანდრე მეტრეველი ყაზახეთის ქალაქ ჩიმკენტში იმყოფებიან და ძალებს 25-ათასიან ტურნირში სცდიან.
კვალიფიკაციაში მე-8 ნომრად განთესილმა ცივაძემ რუსები მაკსიმ მასლოვი და ალექსანდერ პავლიუჩენკოვი, შესაბამისად, 6:2, 6:2 და 6:3, 4:6, 13:11 დაამარცხა.
გიორგი ძირითად ბადეში მე-8 რეიტინგის მქონე რუს კონსტანტინ კრავჩუკს გაეჯიბრა და 7:5, 6:3 სძლია. მერვედფინალში ჩვენებურის მეტოქე “უაილდ ქარდის” მქონე ყაზახი ტიმოფეი სკატოვი იქნება.
მეტრეველი პირდაპირ ძირითად ბადეში იყო დაშვებული და პირველ რაუნდში ყაზახ ანდრეი გოლუბევთან, რომელიც 2010 წელს მსოფლიოს 33-ე ჩოგანიც კი იყო, 3:6, 0:6 წააგო.
წყვილთა შეჯიბრში ცივაძე და ყაზახი საგადატ აიაპი ინდოელებს – სიდჰარტ რავატსა და მანიშ სურეშკუმარს ეთამაშებიან, მეტრეველი და რუსი მარკოს კალოველონისი კი პირველი განთესვის მქონე უზბეკურ-უკრაინულ დუეტს (სანჯარ ფაიზიევი-ვდალისლავ მანაფოვი) გაეჯიბრებიან.