კალათბურთი

17:35 | 10.04.2019 | ნანახია [] - ჯერ

"წლის წიგნი" 2017-2018-ის პრეზენტაცია გაიმართა

დღეს, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს დარბაზში კალათბურთის ეროვნული ფედერაციის წლის შემაჯამებელი ჟურნალის პრეზენტაცია გაიმართა.

„წლის წიგნი“ - საქართველოს კალათბურთის ფედერაციამ მეშვიდედ გამოსცა და მასში შესულია ყველა ის ღონისძიება, რომელიც გასულ წელს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის ორგანიზებით ჩატარდა. მათ შორის, ბუნებრივია, საქართველოს ეროვნული ნაკრების მატჩებიც.

გარდა ამისა, წიგნში საუბარია სამომავლო გეგმებზე. როგორც ცნობილია, თბილისში, სექტემბერში 3X3-ზე კალათბურთში ევროპის 18-წლამდე ევროპის ჩემპიონატი ჩატარდება, რომელში 24 გუნდი ითამაშებს.

გარდა ამისა, დაგეგმილია საუნივერსიტეტო საკალათბურთო ჩემპიონატის ჩატარება. ფედერაციის ინიციატივით დაიწყება ჯანმრთელობის სკრინინგის პროგრამა, რისი წყალობითაც, ფედერაციის ორგანიზებით ჩატარებულ ყველა ტურნირში კალათბურთელებს სამედიცინო შემოწმება ჩაუტარდებათ.

რაც მთავარია, საქართველო ევროპის 2021 წლის ჩემპიონატის მასპინძლობის ერთ-ერთი კანდიდატია და ფიბამ განაცხადი უკვე დაამტკიცა. საქართველოს კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტი პაატა გურასპაულის განცხადებით, ეს მნიშვნელოვანი მიზანია:

„ჩვენ გვაქვს ერთი პრინციპი - არ დავკმაყოფილდეთ იმით, რაც გავაკეთეთ. მითუმეტეს, ახლა ჩვენ სერიოზული განაცხადი გავაკეთეთ 2021 წლის ევროპის ჩემპიონატის მასპინძლობაზე და ევროპამ უკვე იცის, რომ ანგარიშისგასაწევი ძალა ვართ ყველასთვის“, - თქვა გურასპაულმა.

„წლის წიგნის“ პრეზენტაციას არაერთი სტუმარი ესწრებოდა და მათ შორის, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მოადგილე მიხეილ გიორგაძე, რომელმაც მედიასთან კომენტარიც გააკეთა:

„ძალიან კარგი წიგნია, რომელშიც შეჯამებულია ყველა ის აქტივობა, რომლის ორგანიზატორი კალათბურთის ეროვნული ფედერაცია იყო. ბუნებრივია, ასევე საუბარი გეგმებზე, რომელიც დასახული აქვს ამ ფედერაციას და რომელიც, საკმაოდ მრავალფეროვანი და შთამბეჭდავია“, - განაცხადა მიხეილ გიორგაძემ.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს კალათბურთის ფედერაციამ შემაჯამებელი წიგნი, წლის წიგნი“ მეშვიდედ გამოსცა.

თეგებიწლის წიგნი
სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.171693