ფეხბურთი

22:05 | 10.04.2019 | ნანახია [] - ჯერ

მოურინიომ "ბაიერნის" კარტები გახსნა? "ბუნდესლიგა ძალიან საინტერესო ტურნირია"

ჟოზე მოურინიომ „ბაიერნში“ დანიშვნის პირველი კარტები გახსნა? ფაქტია, პორტუგალიელმა ბუნდესლიგისადმი დაინტერესება საჯაროდ დაადასტურა.

„განსაკუთრებულის“ განცხადებით, ბუნდესლიგა ძალზე საინტერესო ტურნირია და გერმანიაში მუშაობა იზიდავს.

„ბუნდესლიგა ჩემთვის საინტერესო ტურნირია. საშუალო დონის გუნდები მუდმივად ვითარდებიან და ლიდერს კონკურენციას უწევენ. სტადიონები, ორგანიზაცია შესანიშნავია, საინტერესო ტაქტიკური ნაბიჯებიც.

„ბაიერნი“? რა თქმა უნდა, საუკეთესო გუნდია. იმედია კოვაჩი გააგრძელებეს მიუნხენელთა მომზადებას, რადგან ბევრი იშორმა ასეთ დონეზე მისაღწევად“, - განაცხადა მოურინიომ Bild-თან ინტერვიუში.

შეგახსენებთ, ჟოზე მოურინიოს „ბაიერნის“ გარდა, „ინტერს“, „რომასა“ და „ლიონს“ უკავშირებენ.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.12869