ჩოგბურთი

18:25 | 10.04.2019 | ნანახია 410 - ჯერ

გორგოძე ძირითად ბადეში ვერ მოხვდა

ქართველი ჩოგბურთელი ეკატერინე გორგოძე შვეიცარიულ ლუგანოში მიმდინარე საერთაშორისო ტურნირის (საპრიზო ფონდი 250 ათასი დოლარი) ძირითად ბადეში გასვლას ცდილობდა, თუმცა, მიზანს ვერ მიაღწია.

კვალიფიკაციაში მე-5 ნომრად განთესილი გორგოძე საწყის რაუნდში იტალიელ მარტინა დი ჯიუზეპეს გაეჯიბრა და 4:6, 6:2, 3:6 დამარცხდა.
წყვილთა შეჯიბრში გორგოძე და გერმანელი ტამარა კორპაჩი იტალიელ ჯორჯია მარკეტისა და ჰოლანდიელ არანჩა რუსს ვერ გაუმკლავდნენ – 4:6, 4:6.
დღეს ჩაატარებენ საწყისი წრის შეხვედრას ოქსანა კალაშნიკოვა და შვედი რებეკა პატერსონი. ისინი შვეიცარიელ ბელინდა ბენჩიჩსა და სლოვაკ ვიკტორია კუზმოვას ეთამაშებიან.


კომენტარები (2)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

00:25 | 11.06.2017
mota (28)

ბრავო უესლი...

20:02 | 10.06.2017
ogafa (10230)

ყოჩაღ

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.057473
სარეკლამო ადგილი - 99
X x X
410