ფეხბურთი

14:12 | 10.04.2019 | ნანახია [] - ჯერ

ხვიჩა კვარაცხელიას მამა: "დორტმუნდი" და "ლევერკუზენიც" დაინტერესებულნი იყვნენ"

ხვიჩა კვარაცხელია მოსკოვის „ლოკომოტივში“ ნელ-ნელა ფეხს იკიდებს. 18 წლის ქართველ ფეხბურთელს იური სიომინი ჯერ შეცვლებდან ათამაშებდა, გასულ უიქ-ენდზე კი „ზენიტთან“ საერთოდაც ძირითად შემადგენლობაში მოხვდა.

გამოცდილი სპეციალისტი და სხვათა შორის, ადგილობრივი მედიაც ქართველ შემტევს აქებს. Sport-express-ი ხვიჩას მამას, ბადრი კვარაცხელიას ესაუბრა და საკამოდ საინტერესო ინტერვიუც ჩაწერა.

დებიუტი სასტარტოში შემადგენლობაში

არ გამკვირვებია, რომ თავიდანვე ითამაშა. ვნახე მისი ვარჯიშები და კარგად ვიცი რა შეუძლია. ალბათ, მწვრთნელების გათვლა იყო, რომ 45 წუთი ეთამაშა და შემდეგ შეეცვალათ. არ ვფიქრობ, რომ ეს არ დაუმსახურებია, პირიქით! ხვიჩა მხოლოდ 18 წლისაა, ძალიან ახალგაზრდაა და განვითარება შეუძლია. „ზენიტთან“ კარგად ითამაშა, მაგრამ შეცდომებიც ჰქონდა. მომწონს ის ფაქტი, რომ თვითონაც არაა კმაყოფილი საკუთარი თამაშით. ე.ი. ესმის, რომ განვითარება სჭირდება.

ხვიჩას ბავშვობა

საფეხბურთო კარიერა აზერბაიჯანში დავასრულო და ხვიჩამ ფეხბურთში პირველი ნაბიჯები სწორედ მაშინ, ეზოში გადადგა. პირველი პროფესიონალური ვარჯიში კი საქართველოში იყო. 8 წლის იყო, როდესაც „ოლიმპიკის“ აკადემიაში მივიყვანე. შემდეგ იყო ავაზა და ბოლო „დინამო თბილისი“ 11 წლის ასაკში. ფეხბურთის გარდა, საწავლაც უყვარდა, წელს სკოლა დაამთავრა. თუმცა მისი ნამდვილი გატაცება ყოველთვის ფეხბურთი იყო. თავისუფალ დროს მხოლოდ ფეხბურთს თამაშობდა.

კლასიკო

ჩვენს ოჯახში ყოველთვის ასე იყო. მე „ბარსელონას“ ვგულშემატკივრობდი, ის - „რეალს“. როდესაც „კლასიკოს“ ვუყურებდით სახლში კატასტროფა ხდებოდა, პოლემიკა გრძელდებოდა. ხვიჩა ყოველთვის მოწამლული იყო „რეალით“ და პერსონალურად რონალდუთი.

კვარაცხელიას უნივერსალიზმი

ახლა ხვიჩა ნახევარდაცვაში თამაშობს. თუმცა, მანამდე სხვაგვარადაც იყო. მაგალითად „დინამოში“ და საქართველოს ასაკობრივ ნაკრებებში მარჯვენა ფლანგზე, შეტევაში თამაშობდა. მთლიანობაში მნიშვნელობა არ აქვს პოზიციას, ნახევარდაცვაში იქნება, შეტევაში, მარჯვენა და თუ მარცხენა ფლანგზე, უნივერსალი ფეხბურთელია. მკითხა, რატომ ათამაშებდნენ სხვადასხვა პოზიციებზე და ვუპასუხე: „ითამაშე იქ, სადაც დაგაყენებენ, მხოლოდ ასე განვითარდები“.

„დინამო თბილისი“

ნებისმიერ ქართველ ფეხბურთელს სურს „დინამოში“ ითამაშოს. ეს არის ყველაზე ცნობილი გუნდი ქვეყანაში. ხვიჩას დიდხანს არ უთამაშია „დინამოში“ და ეს ცლკე ისტორიაა. როდესაც 15 წლის იყო „დინამოსთან“ 2-წლიანი კონტრაქტი გააფორმა. ერთი სეზონის შემდეგ კლუბს კონტრაქტის გახანგრძლივება 3 წლით უნდოდა, მაგრამ ჩვენ - არა. ამ დროს ხვიჩა მუდმივად თამაობდა, მაგრამ ჩვენი უარის შემდეგ არ ათამაშებდნენ. ნახევარი წელი სახლში იჯდა და ხელშეკრულების დასრულების შემდეგ „რუსთავში“ გადავიდა.

„ლოკომოტივის“ ინტერესი

„ლოკომოტივი“ არ ყოფილა ერთადერთი ვარიანტია. დაინტერესებულ გუნდებში შედიოდნენ „ლევერკუზენი“, „დორტმუნდი“ და სხვები. მაგრამ ჩემმა მეგობარმა, აგენტმა მამუკა ჯუღელმა ჩვენთან ისაუბრა და დაგვარწმუნა, რომ „ლოკომოტივი“ აგვერჩია. მას ვენდობით, რადგან ჩვენ ოჯახებით ვმეგობრობთ. „კომოტივთან“ ნახევარწლიან იჯარაზე შევთანხმდით და შემდეგ ვნახოთ რა მოხდება. სანამ ხვიჩა 18 წლის არ გახდა, კონტრაქტი გაფორმება შეუძლებელი იყო. თუ არ ვცდები, მოლაპარაკებები 2-3 თვე გრძელდებოდა. მაგრამ არც მე და არც ჩემს შვილს ამ ვარიანტზე უარი არ გვითქვია, რადგან ძლიერი რუსული გუნდია. თანაც რუსეთი შორს არაა, ნებისმიერ დროს შემიძლია შვილთან ჩამოვიდე, ვისაუბრო და მხარი დავუჭირო.

იური სიომინი პირადად იყო ამ ტრანსფერით დაინტერესებული. სიომინს აზერბაიჯანიდან ვიცნობ და ბედნიერი ვარ, რომ ხვიჩა ასეთ ძლიერ მწვრთნელთან მუშაობს, მისგან ძალიან ბევრს ისწავლის. ხვიჩა ჯერ კიდევ ახალგაზრდაა, მაგრამ სიომინი მას ენდობა. მინდა ვთქვა, რომ ამ გუნდში გადასვლა არავის დაუძალებია, ეს ჩვენი არჩევანი იყო და კმაყოფილები ვართ ამ გადაწყვეტილებით.

ადაპტაცია „ლოკომოტივთან“

მოსკოვში არ ვყოფილვარ მას შემდეგ, რაც ხვიჩამ კონტრაქტი გააფორმა. მაგრამ ჩვენ ხშირად ვკონტაქტობთ. კმაყოფილია, მოსწონს ბაზა, ვარჯიშები. „ლოკოში“ სოლომონ კვირკველია ეხმარება, ხვიჩა რუსულად კარგად ვერ საუბრობს, სოლომონი ზოგჯერ თარჯიმნის როლსაც ითავსებს. ერთად დადიან ქალაქში და დროის უმეტეს ნაწილს კვირკველიასთან ატარებს. ხვიჩა კმაყოფილია, რომ ასეთი ძლიერი ფეხბურთელების გარემოცვაშია. განსაკუთრებული მადლობა კვირკველიას, მხარდაჭერისა და დახმარებისთვის. რაც მთავარია, მას მოსწონს გუნდი, რომელიც ერთიანია, ერთმანეთს პატივს სცემენ.

მოსკოვური ცხოვრება

მე კარგად ვიცნობ მოსკოვს, მაგრამ ხვიჩამ მითხრა, რომ მას შემდეგ ძალიან შეიცვალა. თუმცა, მას მოსკოვის ღამის ცხოვრება არ აინტერესებს, ქალაქში იშვიათად გადის, ვფიქრობ ეს ძალიან ადრეა. მომწონს ის ფაქტი, რომ ბაზაზე ცხოვრობს და მხოლოდ ფეხბურთზე ფიქრობს. რა თქმა უნდა, ოჯახს დაგვაკლდა, განსაკუთრებით უმცროს ძმას, მაგრამ ჩემი სამსახურიც მასთან ხშირად ჩასვლის შესაძლებლობას არ მაძლევს. თუმცა უახლოეს მომავალში ოჯახთან ერთად ვინახულებთ.

იჯარის შემდეგ „ლოკომოტივში“ დარჩენა

ჩემთვის ამ საკითხზე საუბარი ძნელია, მაგრამ მას ყველაფერში მხარს ვუჭერ. თუ ბავშვს რამე მოსწონს, მაშინვე მის მხარეს ვარ. თუ „ლოკომოტივი“ კონტრაქტს შეთავაზებს, აგენტთან ერთად განვიხილავთ. საბოლოო გადაწყვეტილება თავად ხვიჩამ უნდა მიიღოს. მინდა თუ არა, რომ დარჩეს „ლოკოში“? ეს არის დიდი გუნდი, რუსეთში ერთ-ერთი საუკეთესო, დიდი ისტორიით. რა თქმა უნდა, მინდა, რომ დარჩეს და პროგრესი გააგრძელოს, მაგრამ ვიმეორებ, ხვიჩამ არჩევანი თავად უნდა გააკეთოს.

0.114169