ჭიდაობა

14:23 | 10.04.2019 | ნანახია [] - ჯერ

კვარცხლბეკზე ასასვლელად ავთანდილ კენჭაძეც იბრძოლებს

საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრების წევრი ავთანდილ კენჭაძე ევროპის 2019 წლის ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედლისთვის იბრძოლებს.

ქართველმა ფალავანმა რეპეშაჟში ესტონელი აიმარ ანდრუსე 12:3 დაამარცხა და მე-3 ადგილისთვის უკრაინელ ვასილ მიხაილოვს შეერკინება.
შეგახსენებთ, რომ საღამოს ბლოკში, რომელიც სტარტს 19:00 საათზე დაიწყება, კვარცხლბეკზე ასასვლელად კიდევ 3 ჩვენებური იბრძოლებს.
მსოფლიოს 2-გზის ჩემპიონი და ოლიმპიური პრიზიორი გენო პეტრიაშვილი (125 კგ.) ევროპის ჩემპიონატის ფინალში ოლიმპიური ჩემპიონ, მსოფლიოს 2-გზის და ევროპის 7-გზის ჩემპიონ პრინციპულ მეტოქეს თურქ ტაჰა აკგულს დაეჭიდება.
ფინალშივე ბექა ლომთაძე (61 კგ.) ძალებს სომეხ არსენ არუტუნიანთან მოსინჯავს, ირაკლი მწითური (92 კგ.) კი ბრინჯაოს მედლისთვის რუს მაგომედ კურბანოვს დაუპირისპირდება.
დღესვე, ხალიჩაზე ევროპირველობაზე საქართველოს ქალთა ნაკრების ერთადერთი წევრი თეონა ჯანდაგაშვილიც (59 კგ.) ვიხილეთ, თუმცა, ის საწყის წრეში უნგრელ რამონა გალამბოსთან 0:10 დამარცხდა.

0.115702