ფეხბურთი

16:43 | 10.04.2019 | ნანახია [] - ჯერ

ბექემის კლუბმა ახალი სტადიონის პროექტი წარადგინა

ამერიკულმა კლუბმა, „ინტერ მაიამიმ,“ რომლის დამფუძნებელი და თანამფლობელი ინგლისის ნაკრების ყოფილი კაპიტანი, დევიდ ბექემია, ოფიციალურ „ინსტაგრამში“ ახალი სტადიონის პროექტის ფოტოები და ვიდეო წარადგინა.

ახალი არენა მაიამი ფრიდომ პარკის ტერიტორიაზე აშენდება. გარშემო კიდევ რამდენიმე მოედანი მოეწყობა, სადაც ყველა მსურველს შეეძლება თამაში.

სტადიონი 18 ათას მაყურებელზე იქნება გათვლილი და დაახლოებით 60 მილიონი დოლარი დაჯდება. ამერიკული საფეხბურთო ლიგის (MLS) გათამაშებაში „ინტერი“ მომავალი სეზონიდან ჩაებმება.

0.11652