უახლოესი სატრანსფერო ფანჯრისას, მადრიდის „რეალი“ უელსელი თავდამსხმელის, გარეთ ბეილის გაყიდვას აპირებს - წერს AS. გამოცემის ვარაუდით, პრობლემა შესაძლოა, კლუბისა და თავად ფეხბურთელის მაღალი ფინანსური მოთხოვნები გახდეს.
ბეილი, თითქოს წინააღმდეგი არ არის კიდევ ერთი სეზონი გაატაროს „სანტიაგო ბერნაბეუზე,“ მაგრამ ისიც იცის, რომ „სამეფო კლუბი“ მის გაყიდვას აპირებს.
კონკრეტული მყიდველი ჯერ არ ჩანს. თუმცა ისიც ფაქტია, რომ მას ბოლო დროს ურთიერთობა გაუფიჭდა კლუბის გულშემატკივრებთან, ჟურნალისტებთან და ზოგიერთ თანაგუნდელთანაც. მაგალითად, მეკარე ტიბო კურტუა უკმაყოფილოა, რომ ბეილი გუნდის საერთო სადილებზე არ დადის.
მიმდინარე სეზონში ბეილმა „სამეფო კლუბის“ მაისურით 38 მატჩი ითამაშა, 14 ბურთი გაიტანა და 5 საგოლე პასით გამოირჩა. „რეალში“ ის 2013 წელს გადავიდა „ტოტენჰემიდან“ 101 მილიონ ევროდ. დღეს კი მისი სატრანსფერო ღირებულება დაახლოებით 70 მილიონია.