„მანჩესტერ სიტი“ ჩემპიონთა ლიგის პირველ მეოთხედფინალურ მატჩში „ტოტენჰემთან“ სტუმრად 0:1 დამარცხდა. ეს მანჩესტერული კლუბის მეხუთე შეხვედრა გახლდათ ევროთასებზე ინგლისურ კლუბებთან და მათთვის ხუთივე მარცხით დამთავრდა.
1970/71 წლების სეზონში „სიტი“ თასების მფლობელთა თასის ნახევარფინალში „ჩელსის“ შეხვდა და ორივე მატჩი წააგო 0:1, 0:1.
იგივე მოხდა ჩემპიონთა ლიგის შარშანდელ მეოთხედფინალში, სადაც ხოსეპ გვარდიოლას შეგირდებმა „ლივერპულს“ ვერაფერი მოუხერხეს - 0:3, 1:2.
„ტოტენჰემთან“ საპასუხო მატჩი კი 17 აპრილს გაიმართება.