ფეხბურთი

2:03 | 10.04.2019 | ნანახია 757 - ჯერ

გვარდიოლა: "ცუდად არ გვითამაშია, ერთი წლის წინ უარეს ვითარებაში ვიყავით"

ინგლისური „მანჩესტერ სიტის“ მთავარი მწვრთნელი პეპ გვარდიოლა ჩემპიონთა ლიგის პირველ მეოთხედფინალურ მატჩში „ტოტენჰემთან“ მარცხით (0:1) შეშფოთებული არაა.

ესპანელი სპეციალისტი ფიქრობს, რომ მის გუნდს ცუდად არ უთამაშია და ერთი წლის წინ გაცილებით მძიმე ვითარებაში იყვნენ.

„ჩვენ ნამდვილად წარმოუდგენელი თამაში გვქონდა, მეტოქეს ძალიან ცოტა მომენტი შევაქმევინეთ, თამაშს ვაკონტროლებდით და ძალიან დიდი მანძილი დავფარეთ. არ მაქვს განცდა, რომ ცუდად ვითამაშეთ, განსაკუთრებით მეორე ტაიმში გუნდი მომეწონა. შედეგი არაა პოზიტიური, მაგრამ შარშან გაცილებით უარეს ვითარებაში ვიყავით.

მენდის 4-5 თვეა არ უთამაშია, ბერნარდო სილვა კი იმედია მომავალ კვირაში ჩვენს განკარგულებაში იქნება. დე ბრუინი? გადავწყვიტე ორ საყრდენი ნახევარმცველით გვეთამაშა. მას არ აქვს ფორმაში ყოფნის პრობლემა, ვიცი, რომ მისთვის რთულია, მაგრამ ვესაუბრე და ავუხსენი, რომ ეს თამაში 180 წუთი გრძელდება. საპასუხო თამაშში გვაქვს შანსი, რომელიც ჩვენს მოედანზე გაიმართება, ჩვენი გულშემატკივრების თვალწინ. გვინდოდა გოლის გატანა, მაგრამ რას ვიზამთ, ასეთი სიტუაციაა. როდესაც ცუდად ვთამაშობთ, ვაღიარებ, მაგრამ დღეს ეს განცდა არ მაქვს“, - აღნიშნა გვარდიოლამ.

საპასუხო მატჩი „მანჩესტერ სიტისა“ და „ტოტენჰემს“ შორის 17 აპრილს, „ეტიჰად სთედიუმზე“ შედგება. შეგახსენებთ, ამ გუნდთა პირველი დაპირისპირების ბედი ჰონ-მინ სონის ერთადერთმა გოლმა გადაწყვიტა.


კომენტარები (4)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

10:26 | 10.04.2019
CR7NOLE (15561)

შარლატანი

10:04 | 10.04.2019
federerjamesliverpooldelpotro (17151)

პენალტის გარდა მომენტი ვერ შექმენი და როგორ ითამაშე კარგად.სანე დე ბრუინი სკამზე როგორ უნდა დატოვო.ეს თამაში გვარდიოლამ წააგო და საქმე გაირთულა.კეინის გარეშე გაუჭირდება ტოტენჰემს მაგრამ გასვლაზე თუ შეაგდო სიტს არ ექნება სსაქმე კარგად

07:53 | 10.04.2019
Ginóbili20 (2332)

კაი პეპ როგორ არ გითამაშიათ ახლა ცუდად, გასაგებია რო აგუერომ პენალტი გამაზა მარა ნუ რა უნდოდა ძირითადში გიუნდოგანს როცა დე ბრუინი შეუვიდა სასწაულ ფორმაში და რა უნდოდა მაჰრეზს როცა ლერო სკამზე გყავს მითუმეტეს სანეს არ უთამაშია ვიქენდზე თამაში ამით რო გაეპრავებია. მოუნდა ძალების დაზოგვით მოგება და მიიღო ის რაც მიიღო, მთლიანად პეპის კისერზეა ეს მარცხი ჩემი აზრით.

იმედია მეორე თამაშში დაბომბავენ ტოტენჰემს და თავის თამაშს ითამაშებენ.

03:05 | 10.04.2019
Homer (196)

74%ით მგონია, რომ სიტი მაინც გააღწევს ნახევარფინალში

0.124474