სხვა

21:53 | 9.04.2019 | ნანახია [] - ჯერ

ოთხეულის ერთი წევრი ცნობილია

საქართველოს ჩემპიონატზე ქალთა შორის მორიგი 4 მატჩი გაიმართა. ლიდერმა, ყვარელმა 34-31 მოუგო აჭარას, ფოთმა დაამარცხა პეგასი 28-19, სამტრედიამ - მამული 35-23, ქარიშხალამ - წყალტუბო 47-20.

სათამაშოა კიდევ 2 ტური. ყვარელმა მეხუთე მოგებით ფინალურ ოთხეულში გავლა გაინაღდა. ლიდერს კვალში უდგანან ქარიშხალა, ფოთი და სამტრედია 8-8 ქულით. ოთხეულში მოხვედრის შანსი დარჩა აწარის გუნდსაც, ოღონდ ორივე დარჩენილი მატჩი მოსაგები აქვს და მეტოქეები სედეგზეცაა დამოკიდებული.

აჭარამ დასრულებამდე წუთნახევრით ადრე ყვარელს მინიმუმამდე შეუმცირა სხვაობა (31-32), მაგრამ მაინც დამარცხდა. შანსები დაკარგა პეგასმა. თბილისელები პირველ ტაიმში წინააღმდეგბას უწევდნენ ფოთის ოქროს ვერძს (8-12), მაგრამ გოგონათ ნაკრების სამმა მოთამაშემ (ჯგერენაია, გოგია, ბჟალავა) ჯამში 26 გოლი გაიტანა და ფოთმა 28-19 მოიგო.

ხვალ, 12 საათიდან არენაში ითამაშებენ: ფოთი - ქარიშხალა, მამული - წყალტუბო, სამტრედია - ყვარელი, აჭარა - პეგასი. რეგულარული სეზონი 11 აპრილს დასრულდება. ნახევარფინალი 22 მაისსაა, ფინალი - 23 მაისს.

ხელბურთი. საქართველოს ჩემპიონატი 2018-19

ქალები, უმაღლესი ლიგა. არენა 2, 9 აპრილი

მამული - სამტრედია 23-35

მამ: გორჯოლაძე - შახულოვი 8, ბერიკაშვილი 5, იაშვილი 3, ქობალია 3, ველიჯანაშვილი 3, ჩუხატურიანი 1, მურჯიკნელი, ჯოხაძე, ქარცივაძე

სამ: კოპალეიშვილი, ზაქარეიშვილი - რუსია 10, ბურკაძე 9, ესაკია 5, ფოცხვერია 4, ტყეშელაშვილი 3, ცირეკიძე 3, ჩოგოვაძე 1, კარტოზია, ჩხაიძე

აჭარა - ყვარელი 31-34

აჭ: ქარჩავა - დვალიშვილი 10, ქამაშიძე 8, აიოზბა 6, კომახიძე 3, ცივნარიძე 2, კოჩალიძე 2 , საფარიძე

ყვ: ამონაშვილი - ქიტესაშვილი 13, თეთრაშვილი 11, სურამლიშვილი 5, მ. ტეტოშვილი 3, ფუღიაშვილი 1, სმოიანი 1, თავღორიშვილი, აფციაური, იოსებაშვილი, კოკორაშვილი, მიხელიძე

წყალტუბო - ქარიშხალა 20-47

წყ: ჩავჩიძე, კინწურაშვილი, სილაგაძე - კეკუტია 5, ლაღაძე 5, ფანცხავა 4, ხეცურიანი 2, ჯიშკარიანი 2, დარსაველიძე 2, ბენდელიანი

ქარ: არაბაჯევი, ჩხეტიანი - ა. ჩხაიძე 15, მ. ცინცაძე 11, ხმელაძე 8, ი. ჩხაიძე 8, ქ. ცინცაძე 3, ბიძინაშვილი 1, კაკაბაძე 1, ციცქიშვილი, შერგელაშვილი, კირვალიძე, კვეკვესკირი, თათარაშვილი, რაზმაძე, ქარჩავა

პეგასი - ფოთი 19-28

პეგ: ჯიქურაშვილი, ახვლედიანი - ჩხაიძე 8, ქებაძე 3, სვანიძე 3, კორძაია 2, საბაშვილი 2, ნეფარიძე 1, ლუკავა, დადვანი, პაპუაშვილი

ფოთ: ჯავახია, ფიფია - ჯგერენაია 13, გოგია 7, ბჟალავა 6, სურგულაძე 1, ნ. რურუა 1, კობახია, კუპრიევა, თ. რურუა, ბაირამიდი

მსაჯები: თ. კევლიშვილი, ნ. კევლიშვილი, ი. ჭკუასელი, ზ. აბრამიშვილი

------------------თ---მ---ფ---წ-----ბ-----ქ

ყვარელი-------5---5---0---0--202-160--10

ქარიშხალა-----5---4---0---1--208-162---8

ფოთი-----------5---4---0---1--115-81----8

სამტრედია-----5---3---0---1--121-94----8

აჭარა------------5---2---0---3--114-116---4

პეგასი----------5---1---0---4--154-180---2

მამული---------5---0---0---5--143-200--0

წყალტუბო-----5---0---0---5---92-156---0

10 აპრილი

12:00 ფოთი - ქარიშხალა

13:30 მამული - წყალტუბო

15:00 სამტრედია - ყვარელი

16:30 აჭარა - პეგასი

11 აპრილი

12:00 სამტრედია - ქარიშხალა

13:30 ფოთი - ყვარელი

15:00 აჭარა - მამული

16:30 წყალტუბო - პეგასი

ფინალური ოთხეული: 22-23 მარტი

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.156348