ამსტერდამის „აიაქსის“ მთავარმა მწვრთნელმა ერიკ ტენ ჰაგმა „იუვენტუსთან“ დაპირისპირებამდე პრესკონფერენციაზე ისაუბრა. ჰოლანდიელი სპეციალისტის განცხადებით, მისი გუნდი ამ თამაშზე კონცენტრირებულია და მისი გუნდი გამარჯვებისთვის ითამაშებს.
„ახლა ერედივიზიონში პირველ ადგილზე ვართ, მაგრამ ჩვენთვის არაფერი შეცვლილა. ტიტული უნდა მოვიგოთ, თუმცა ხვალინდელი მატჩის სხვა საკითხია და კონცენტრირებული მხოლოდ „იუვენტუსზე“ ვართ. დე იონგი? კარგადაა, ყველაფერი რიგზეა.
ვიცით, რომ მნიშვნელოვანი მატჩია და სტადიონიც სავსე იქნება. „იუვენტუსს“ განსხვავებულად უნდა დავუსპირისპირდეთ, ვიდრე „რეალს“. იტალიური და ესპანური ფეხბურთის კულტურა განსხვავებულია, მაგრამ ჩვენი სტილი არ შეიცვლება. ვიცით, რა უნდა გავაკეთოთ, ვეთამაშებით გამოცდილ გუნდს, რომელმაც ბევრ სტილში იცის თამაში. ჩვენთვის ეს დამატებითი დაბრკოლება იქნება. ჩვენ გვინდა საუკეთესოების წინააღმდეგ ვითამაშოთ და შესაბამისად, კმაყოფილები ვართ, რომ კრიშტიანუ რონალდუ ითამაშებს. კიელინი? ის უმნიშვნელოვანესი ფეხბურთელია „იუვენტუსისთვის“, მაგრამ ვიცით, რომ მისი შეცვლა შეუძლიათ. რა თქმა უნდა, მას დიდი გამოცდილება აქვს და გუნდს დააკლდება.
ჩვენ გვყავს ნახევარდაცვა, რომელიც მიზნად ბურთის კონტროლს ისახავს, მაგრამ როდესაც ბურთი არ გვაქვს, რაც შეიძლება სწრაფად უნდა დავიბრუნოთ. თუ ამას მოვახერხებთ, მაშინ დადებითი შედეგის ჩვენებაც შესაძლებელი იქნება. ჩვენ გვაყვს უნივერსალი ფეხბურთელები, ფლანგის მცველებს შეტევაში ჩართვა შეუძლიათ, ტადიჩს ნახევარდაცვის დახმარება.
რთულია ჰოლანდიური გუნდებისთვის ასეთ მდიდარ ტურნირში წარმატებით თამაში, მაგრამ მჯერა, რომ „აიაქსი“ სწორ გზაზე დგას, რომ საერთაშორისო ასპარეზზე ისევ მიაღწიოს წარმატებას. ჩვენს ახალგაზრდებს გამოცდილი ფეხბურთელები დავუმატეთ, რაც ევროპაში კარგად თამაშის შესაძლებლობას გვაძლევს.
დე ლიხტი და დე იონგი? ორი ძლიერი ფეხბურთელია, მაგრამ ყველა ჩვენს ფეხბურთელს შეუძლია მაღალ დონეზე თამაში. ვცდილობთ, რომ ყველა შევინარჩუნოთ, რადგან გვინდა ევროპაში მაღალ დონეზე თამაში გავაგრძელოთ და ვმუშაობთ, რომ მომავალ სეზონშიც კონკურენტუნარიანი გუნდი გვყავდეს.
მნიშვნელოვანია, რომ გარკვეულ დონეს დავუბრუნდეთ, თუმცა ამის გაკეთება რეალურად რთულია ჰოლანდიური გუნდისთვის. მხოლოდ ჩვენ და „პორტუ“ გავედით მეოთხედფინალში ასეთი რეალობისგან. კარგი იქნება თუ ასეთი სიურპრიზები ყოველწელს მოხდება და ბედნიერები ვართ, რომ წელს ეს პატივი ჩვენ გვერგო“, - თქვა ტენ ჰაგმა.
შეგახსენებთ, რომ „აიაქსისა“ და „იუვენტუსის“ შეხვედრა ამსტერდამში 10 აპრილს გაიმართება.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
ნაზარი არაა, დონ დიეგო!
არგენტინაში მესი არ ევასებათ
ფალოსებს ხატავენ მის ქანდაკებაზე
ფაქტია,რომ ჯინობილის და მარადონა არგენტინელი ხალხისთვის უფრო მაღლა დგას,თან გაცილებით
ნესვი მაინც კატალონიასთან ასოცირდება
არგენტინა არაა მისი სახლი.მითუმეტეს ნაკრების კაპიტნის ირგვლივ ამდენი ცუდი ხმა რომ დადის,ეგ გუნდი ვერაფერს მოიგებს.ხალხი ყველაფერს ხედავს
მესი ამსაიტზე გააღმერთეს თორეეე..არგენტინაში კარგად იციან რა შუშუცაა

ისე კერპთაყვანისცემლობა დიდი ცოდვაა
აქ მყოფმა ზოგიერთებმაც ვიცით რა სი**კოც არის მესი :დ
ახა ხაა... ა კიდო აგერ ერთი იუმორისტული სტატია
6 ოქროს ბურთი რომ აწერია ერთი კაცის გამო ეროვნება არგენტინელს ეგ არაა ქვეყნის სახელი?მესის გარდა არცერთი არგენტინელის სახელი არ წერია ოქროს ბურთის გამარჯვებულების სიაში.მართალია გასაგები მიზეზების გამო(დისტეფანო ესპანელად ჩათვალეს შეიცვალა მოქალაქეობაც და ნაკრებიც და მიტომ მიცეს და ესპანეთს აწერია დისტეფანოს 2 ოქროს ბურთი თორემ არაევროპელად რომ ჩაეთვალად არ მიცემდნენ,მარადონას კი მოქალაქეობა და ნაკრები არ შეუცვლია და რადგან არაევროპელი იყო არ მიცეს 2 ოქროს ბურთი)მაგრამ მაინც ფაქტი არის ის რომ ერთადერთი არგენტინელი ფეხბურთელი ვისაც ოქროს ბურთი აქვს მოგებული და მის გასწვრივ არგენტინის დროშაა მითითებული არის მესი.თან 6 მოიგო როცა სხვა არგენტინელს ერთი ოქროს ბურთიც არ აქვს მოტანილი ქვეყნისთვის
გადაგიარა უკვე მრისხანება მესიმ რო წაგაგებინა დიდი თანხა :დ ახლა მზე და მთვარე ამოგდის ისევ :დ მასე იცის ფანატიზმმა :დ
6 ოქროს ბურთი რო აქვს ფეხბურთელს მოგებული, იდეაში და ლოგიკურადაც ხო უნდა ჰქონდეს მსოფლიო მოგებული :დ და მაინც კიდევ იმასთან მივყავართ ამ ყველაფერს არავინ ჰყავს ნაკრებშიო და კითხვა ბუნებრივად მოდის თუ ვინმეს დახმარება სჭირდება და მარტო არ შეუძლია მოაგებინოს არგენრინას მაშინ ის 6 ოქროს ბურთი როგორ აიღო, ინდივიდუალურობის ხარჯზე აძლევენ ხო და არა გუნდურობის გამო ვინ ჰყავს გუნდში და როგორ უწყობენ ხელს :დ
სიტყვაზე ფაკუნდო კამპასომ რომ მოაგებინოს არგენტინას ოლიმპიადა მესი-მარადონაზე დიდი არგენტინელი სპორტსმენი იქნება?დაახლოებით ასეთი სისულელეა ჯინობილის მარადონაზე და მითუმეტეს მესიზე წინ დაყენება ზოგადად სპორტსმენების სიაში
მოკლედ იმის თქმა მინდა რომ მარტო ნაკრებს რაც გაუკეთა ეგ არაა მთავარი,ზოგადად მსოფლიოს მასშტაბით რას წარმოადგენს თავის სპორტში კონკრეტული მოთამაშე ეგაა მნიშვნელოვანი როცა ზოგადად კონკრეტული ეროვნების ყველადროის საუკეთესო სპორტსმენზე გვაქვს საუბარი.კი ბატონო კონკრეტულად ნაკრებისთვის ჯინობილიმ რაც გააკეთა მესი-მარადონას ჯამში არ გაუკეთებიათ იმდენი მაგრამ ზოგადად კალათბურთში მანუს მნიშვნელობა ახლოსაც ვერ მივა ზოგადად ფეხბურთში მარადონას და მითუმეტეს მესის მნიშვნელობასთან
+
ყველაზე დიდი არგენტინელი სპორტსმენი არის ულაპარაკოდ მესი.ის სახელი რაც მესიმ დატოვა ფეხბურთში აქამდე არავის არ დაუტოვებია და წარმოუდგენელიც კი არის მომავალშიც რომ ვინმემ დატოვოს.სხვა სპორტში მესის მსგავსი სახელი დატოვა ჯორდანმა კალათბურთში(უფრო მეტი სახელიც კი დატოვა ჯორდანმა ვიდრე მესიმ).მოკლედ ჯორდანი და მესი არიან ორი ყველაზე დიდი სპორტსმენი გუნდური სათამაშო სპორტის ისტორიაში.რადგან ჯორდანი ამერიკელია და მესი არგენტინელი,შესაბამისად საუკეთესო არგენტინელი სპორტსმენი ვინაა ეგ კითხვა საერთოდ აღარც უნდა დაისვას
მიუხედავად იმისა რომ მანუ მართლა ძაან მაგარი კალათბურთელი იყო და არგენტინის ნაკრებისთვის იმდენად წარმოუდგენელი რამ გააკეთა მესი-მარადონა უბრალოდ ვერც გააკეთებდნენ მაგას ვერასდროს გამომდინარე ფეხბურთ-კალათბურთის სხვაობიდან(ამერიკა როგორი ძლიერიცაა კალათბურთში ყველაზე და მათ შორის არგენტინაზეც,ისე არგენტინაზე ძლიერი ფეხბურთში ვერავინ ვერ იქნება ვერასდროს)მაინც არ მიმაჩნია მართებულად ჯინობილის ყველადროის საუკეთესო არგენტინელ სპორტსმენად დასახელება.მიზეზი მარტივია,მანუ არასდროს არ ყოფილა რეალურად მსოფლიოს 10 საუკეთესო კალათბურთელს შორისაც კი საუკეთესოობაზე ლაპარაკიც არაა,მესი და მარადონა კი თავიანთ ეპოქაში ულაპარაკოდ საუკეთესო ფეხბურთელები იყვნენ.სხვა ქვეყნისთვის თავისუფლად შეიძლება იყოს მანუ ისტორიაში საუკეთესო სპორტსმენი მაგრამ ქვეყანას რომელსაც მესი-მარადონა ყავს(რეალურად ორი ყველაზე დიდი ფეხბურთელი ზოგადად ფეხბურთის ისტორიაში)იქ ჯინობილი ვერ იქნება საუკეთესო რაც არ უნდა სასწაული გაეკეთებინა ქვეყნისთვის იმიტომ რომ მანუ ზოგადად კალათბურთის ისტორიაში შეიძლება 100 მოთამაშეშიც არ შედიოდეს.მესი არის არგენტინის ისტორიაში საუკეთესო სპორტსმენი,ყველაზე დიდი სახელი მესიმ დატოვა ზოგადად ფეხბურთში არგენტინელებს რომ შევეშვათ