არგენტინის ნაკრების მთავარი მწვრთნელი ლიონელ სკალონი საავადმყოფოში მოხვდა. As-ის ინფორმაციით, სკალონი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავდა და მძიმე დაზიანებებით ჰოსპიტალში გადაიყვანეს.
ინციდენტი მალიორკაში, ერთ-ერთი ავტოსადგომის მახლობლად მოხდა და სკალონი მძიმედ დაშავდა. თუმცა, მიუხედავად ამისა, არგენტინელი საავადმყოფოდან მალევე გაწერეს და გავრცელებული ცნობით, ამ დროისთვის სახლში იმყოფება.