ცნობილი იტალიელი ჟურნალისტის, ჯანლუკა დი მარციოს ცნობით, „ფიორენტინამ“ მთავარი მწვრთნელი, სტეფანო პიოლი გაათავისუფლა. ჯერჯერობით მწვრთნელის მოვალეობას კლუბის ახალგაზრდული გუნდის დამრიგებელი, ემილიანო ბიჯიკა შეასრულებს.
ამჟამად „ფიორენტინა“ იტალიის ჩემპიონატში მე-10 ადგილზეა. მოუგებელი სერია კი რვა მატჩს ითვლის. პიოლი ფლორენციულ კლუბს 2017 წლის ზაფხულიდან წვრთნიდა.