ფეხბურთი

13:53 | 9.04.2019 | ნანახია [] - ჯერ

იკარდი, შესაძლოა, „ატლეტიკოში“ გადავიდეს

მილანის „ინტერის“ თავდამსხმელმა, მაურო იკარდიმ, შეიძლება კარიერა ესპანეთში გააგრძელოს. არგენტინელით მადრიდის „ატლეტიკო“ ყოფილა დაინტერესებული - გვამცნობს AS.

ზაფხულში „ატლეტიკო“ შესაძლოა, ანტუან გრიზმანმა ან დიეგო კოშტამ დატოვონ. იკარდიც მათ შემცველელად მოიაზრება. გრიზმანს „ბარსელონაში“ გადასვლა სურს, კოშტა კი ჩინეთისკენ იყურება.

გამოცემა იმასაც წერს, რომ „ატლეტიკოს“ იკარდის საკითხში შეიძლება თანაქალაქელი „რეალი“ შეეცილოს.

იკარდის ერთობ რთული სეზონი გამოუვიდა. „ინტერში“ მას კაპიტნობა ჩამოართვეს და მერე კარგა ხანს აღარ უთამაშია. ოფიციალურად უთამაშებლობის მიზეზად მუხლის ტრავმას ასახელებდნენ. ყველაფერს ისიც დაემატა, რომ იკარდის მეუღლემ და ამავდროულად აგენტმა, ვანდა ნარამ, ღიად გააკრიტიკა „ინტერის“ ხელმძღვანელობა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.111716